ლევან მჭედლიძე დინამოს დაემშვიდობა
ლევან მჭედლიძემ “დინამო თბილისი” დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “დინამო თბილისის” ვებ-გვერდი ავრცელებს. “ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა დინამო დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში”, – აღნიშნულია “დინამო თბილისის” განცხადებაში.
ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა
იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის მატჩში “ემპოლი” სტუმრად “უდინეზესთან” 3:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე, რომელმაც თამაში სათადარიგო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელს კვლავ ტრავმა ჰქონდა და ბოლოს 7 თებერვალს, “ლაციოსთან” ჰქონდა ნათამაშები.
ლევან მჭედლიძე შესაძლოა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი გახდეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში, კერძოდ საფეხბურთო გვერდ Geo Team-ზე გავრცელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 წლის ფორვარდმა შესაძლოა კიდევ ერთი ქართული კლუბის, ქუთაისის “ტორპედოს” მაისური მოირგოს. როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ გადაწყდა, “ტორპედოს” ახალი ხელმძღვანელობა, კონკრეტულად კი “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” ჰყავს. როგორც […]
ლევან მჭედლიძე: “მთელი გულით თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო”
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდება. ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, “ჯვაროსნების” ყოფილმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელებისადმი მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა. “დღეს პირველუ ნაბიჯი უნდა გადაიდგას ოცნების ასრულებისთვის. წარმატებები ბიჭებო! მთელი გულით თქვემს გვერდით ვარ,” – დაწერა ლევანმა. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, […]
ლევან მჭედლიძე: “ყველაფერს გავაკეთებ დინამო თბილისისთვის”
20 სექტემბერს 15:00 საათზე დინამო არენაზე შედგა დინამო თბილისის ახალწვეულის ლევან მჭედლიძის პრეზენტაცია. იტალიური “ემპოლისა” და “პალერმოს” ყოფილი ფეხბურთელი დინამოელთა პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინეს. ზაზა დოლიძე: “ძალიან მოხარულები ვართ ლევან მჭედლიძის ტრანსფერით. როგორც ერთგან აღინიშნა, ლევანსაც ჭირდებოდა დინამო თბილისი და ჩვენც გვჭირდებოდა ის. კონტრაქტი გაფორმებულია 1+1 სისტემით და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული. […]
ლევან მჭედლიძემ დინამოსთან ერთად ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თბილისის “დინამოსთან” ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. დიდი ალბათობით, 29 წლის თავდამსხმელი 2 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ეგიდით “საბურთალოსთან” გასამართ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, გამოცდილი ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს რამდენიმე დღის წინ, “ემპოლიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსვლის შემდეგ შეუერთდა და დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.
ლევან მჭედლიძის გოლი ბათუმის დინამოს კარში (ვიდეო)
ლევან მჭედლიძის სადებიუტო გოლი ტორპედოში | VIDEO
ლევან მჭედლიძის ტრავმის სირთულე ცნობილია
დინამო არენაზე გამართულ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის პრინციპულ შეხვედრაში, სადაც “დინამო თბილისმა” ქუთაისის “ტორპედოს” 2:1 მოუგო და ლიდერობა გაიმყარა, მასპინძელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო. სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა 10 წუთში მოედანი იძულებით დატოვა. LIVE.GE-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ გუნდს უახლოესი პერიოდის […]
ლევანდოვსკის შემცვლელად – ბაიერნმა კავანისთან მოლაპარაკება დაიწყო
მიუნხენის “ბაიერნი” ედინსონ კავანის დამატებით ინტერესდება. ურუგვაელ თავდამსხმელს, რომლის კონტრაქტი “პარი სენ-ჟერმენთან” 30 ივნისს ამოიწურა, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა როგორც მათი მთავარი ვარსკვლავის – რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, ისე განიხილავს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, 33 წლის ფორავრდს საკუთარი ძმა და აგენტი წარმოადგენს, რომელის ბავარიაში იმყოფება და “რეკორდმაისტერის” მმართველებს ხვდება. გარდა გერმანიის ბოლო 9 სეზონის ჩემპიონისა, კავანის […]
მილანის ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძეს დინამო თბილისში წარმატება უსურვა
“მილანის” ბოსნიელმა ფეხბურთელმა, რადე კრუნიჩმა ლევან მჭედლიძეს “დინამო თბილისში” წარმატება უსურვა. როგორც იცით, 29 წლის ფორვარდმა გასული სეზონის შემდეგ “ემპოლი” დატოვა და ახლა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. რადე კრუნიჩი, რომელიც ლევანის თანაგუნდელი იყო “ემპოლიში”, მჭედლიძეს მხარს სოციალური ქსელის მეშვეობით უჭერს. “წარმატებები ახალ თავგადასავალში, ჩემო ძმაო,” – დაწერა ბოსნიელმა.
მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ქართველ ფეხბურთელს კუნთი აწუხებს და “მილანთან” (0:3) მატჩი სწორედ ამიტომ გამოტოვა. ასევე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მჭედლიძე 3 მარტს “პარმასთანაც” ვერ ითამაშებს. ცნობისთვის, ლევანმა მიმდინარე სეზონში “ემპოლის” მაისურით მოედანზე 145 წუთი გაატარა და ერთი ასისტი შეასრულა.