ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელია
ბოლო პერიოდში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – ლევან მჭედლიძე ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი გახდა. ჯერჯერობით, 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები უცნობია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა. “ტორპედომ” ფეხბურთელის წარდგენის ვიდეო გამოაქვეყნა ლევან მჭედლიძე, კარიერის საწყის ეტაპზე იტალიური “ემპოლის” აკადემიიდან მთავარ გუნდში მოხვდა, შემდეგ კი […]
ლევან მჭედლიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია
“დინამო თბილისმა” ოფიციალურად დაადასტურა ლევან მჭედლიძის ტრანსფერი. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე “დინამო თბილისს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. “ემპოლის” ყოფილმა ფორვარდმა “დინამო თბილისთან” 1+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პროფესიონალური კარიერის მანძილზე, მჭედლიძე “დილას”, “პალერმოსა” და “ემპოლის” ღირსებას იცავდა.
ოფიციალურად: ლაშა შინდაგორიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – ვიცე-ჩემპიონის მე-13 ტრანსფერი
ბათუმის “დინამომ” 2021 წელს მე-13 ტრანსფერი განახორციელა და კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატა. საქართველოს ბოლო 2 სეზონის ვიცე-ჩემპიონმა 28 წლის თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. “ზესტაფონის”, “ცხინვალის”, “დინამო თბილისის”, ქუთაისის “ტორპედოს”, ბოლნისის “სიონის” და “ბალმაზუივაროშის” ყოფილი ფორვარდი ბოლოს ბელარუსულ სოლიგორსკის “შახტიორში” თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. იქ შინდაგორიძე ყოფილ თანაგუნდელ გეგა […]
ლევან მჭედლიძე შესაძლოა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი გახდეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში, კერძოდ საფეხბურთო გვერდ Geo Team-ზე გავრცელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 წლის ფორვარდმა შესაძლოა კიდევ ერთი ქართული კლუბის, ქუთაისის “ტორპედოს” მაისური მოირგოს. როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ გადაწყდა, “ტორპედოს” ახალი ხელმძღვანელობა, კონკრეტულად კი “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” ჰყავს. როგორც […]
კავანიმ ბექჰემს უარი უთხრა – ურუგვაელს ევროპაში თამაში სურს
ძალიან მალე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის “ინტერი” იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, […]
ლევანდოვსკის შემცვლელად – ბაიერნმა კავანისთან მოლაპარაკება დაიწყო
მიუნხენის “ბაიერნი” ედინსონ კავანის დამატებით ინტერესდება. ურუგვაელ თავდამსხმელს, რომლის კონტრაქტი “პარი სენ-ჟერმენთან” 30 ივნისს ამოიწურა, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა როგორც მათი მთავარი ვარსკვლავის – რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, ისე განიხილავს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, 33 წლის ფორავრდს საკუთარი ძმა და აგენტი წარმოადგენს, რომელის ბავარიაში იმყოფება და “რეკორდმაისტერის” მმართველებს ხვდება. გარდა გერმანიის ბოლო 9 სეზონის ჩემპიონისა, კავანის […]