ძალიან მალე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის “ინტერი” იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, […]