ოფიციალურად: დორტმუნდმა ემრე ჩანი გამოისყიდა
დორტმუნდის “ბორუსიამ” “პსჟ-სთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ, ემრე ჩანი გამოისყიდა. გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელთან სრულფასოვანი, 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 1 წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. ჩანი “შავ-ყვითლებს” მიმდინარე წლის იანვარში, ტურინის “იუვენტუსიდან” იჯარის წესით შეუერთდა. ჩანი მიუნხენის “ბაიერნის” აღზრდილია და სხვადასხვა დროს ლევერკუზენის “ბაიერში“, “ლივერპულსა” და “იუვენტუსში” თამაშობდა.
პატრიკ შიკი ეფექტური გოლების გატანას ბუნდესლიგაში აგრძელებს (ვიდეო)
რომან ბიურკიმ ლარს ბენდერს თერთმეტმეტრიანი გაატანინა (ვიდეო)
შეთანხმება შედგა: ჰავერცი ჩელსიში ითამაშებს
“ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ აქტიურობს. ლონდონელებმა ტიმო ვერნერი და ჰაკიმ ზიეჩი ოფიციალურად გაიფორმეს, შემდეგი კი კაი ჰავერცია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბი “ლევერკუზენს” შეუთანხმდა. “ერთი ნაბიჯით შორს,” – ასე დაიწყო ფაბრიციომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც წერია, რომ გუნდებმა მოილაპარაკეს – “ლევერკუზენი” ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონს მიიღებს, რასაც 20 […]
შემდეგ კვირაში ჩელსი სამ ფეხბურთელს დაიმატებს
უახლოეს მომავალში ლონდონის “ჩელსი” სამ ახალ ფეხბურთელს დაიმატებს. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, “არისტოკრატები” შემდეგ კვირაში ტიაგო სილვათი, კაი ჰავერტსით და ბენ ჩილუელით გაძლიერდებიან. ბრაზილიელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ფრენკ ლამპარდს და რომან აბრამოვიჩს ფულის დახარჯვა არ მოუწევთ, ვინაიდან ის თავისუფალი აგენტი გახდა, გერმანელი შემტევი ნახევარმცველის ღირებულება 80-დან 90 მილიონ ევრომდე მერყეობს, რაც შეეხება ახალგაზრდა ინგლისელ მარცხენა მცველს, […]
ჩალჰანოღლუს მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა
“მილანი” ჰაკან ჩალჰანოღლუსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ინფორმაცია იტალიურ პრესაში ვრცელდება. თურქი ფეხბურთელის აგენტი გორდონ სტრიპიჩი ივლისის საწყის დღეებში “როსონერის” აღმასრულებელ დირექტორს ივან გაზიდისს შეხვდება და საქმე ლოგიკურ ფინიშამდე მივა. 26 წლის მარცხენა შემტევი “შავ-წითლებს” 2017 წლის ზაფხულში, ლევერკუზენის “ბაიერიდან” 23 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მის აქტივში 118 […]
ხაბი ალონსო გერმანიის ბუნდესლიგის კლუბის მწვრთნელი ხდება
მადრიდის “რეალის”, “ლივერპულის”, მიუნხენის “ბაიერნის” და ესპანეთის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი, ხაბი ალონსო ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავებასთან ახლოსაა. ევროპული მედიის ინფორმაციით, “ფარმაცევტების” ეს თანამდებობა მალე ვაკანტური გახდება და მისი დაკავების რამდენიმე კანდიდატურა არსებობს, მათ შორის კი 40 წლის ესპანელი სპეციალისტი ლიდერობს. “ლევერკუზენი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო მესამე პოზიციას იკავებს, […]
ჰავერცი ჩელსის ფეხბურთელია – არისტოკრატების ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი
ლონდონის “ჩელსიმ” კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, საბოლოოდ დადასტურდა. კაი ჰავერცის სანაცვლოდ “არისტოკრატებმა” ლევერკუზენის “ბაიერს” 80 მილიონი ევრო გადაუხადეს. ყველაზე დიდი თანხა, რაც ფრენკ ლამპარდის გუნდს ერთი კონკრეტული ფეხბურთელის შესაძენად დაუხარჯავს, კეპა არიზაბალაგას ბილბაოს “ატლეტიკიდან” 71.6 მილიონ ევროდ შეძენა იყო. “ძალიან ბედნიერი და ამაყი […]
ჩიჩარიტოს ამერიკული ოცნება
მექსიკელი თავდამსხმელი ჩიჩარიტო შესაძლოა MLS-ში გადაბარგდეს. “სევილიას” ფორვარდი ევროპული ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობს და ამერიკული კლუბების შეთავაზებებს განიხილავს. “MLS-ში წავალ თუ არა?, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ჩემი მომავლის შესახებ ყოველთვის ვფიქრობ და ყველა შემოთავაზებას სერიოზულად განვიხილავ. MLS-ი დიდი მშენებარე პროექტია, რომელიც ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ყოველი ახალი ლიგა ახალი გამოწვევაა”, – თქვა 31 წლის ფორვარდმა. ხავიერ ერნანდესი “სევილიაში” […]