ჟორჟ ვეა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია “მილანის” ისტორიაში – გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლებოდა და მის სათამაშო სტილს ხშირად ლეგენდარულ ბრაზილიელს, რომარიოს ადარებდნენ. იგი სისწრაფით, დაუღლელობით, თავდამსხმელისთვის საჭირო თვისებებით, ფიზიკური სიძლიერითა და შესანიშნავი დრიბლინგით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვან აღიარებასაც მიაღწია – 1995 წელს ლიბერიელი ფორვარდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჟორჟ ვეას კარიერა […]