betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის მე-5 ტურის მატჩები 2 აპრილს გაიმართა. მე-5 ტურის შეხვედრებმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდებმა ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩების უმრავლესობაში, გამარჯვებული მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ერთადერთი გამონაკლისი, betlive კალათბურთის მოყვარულთა ლიგის სტაჟიანი ბინადრის “ლიბერთის” მატჩი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ “ლიბერთი” ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მიმდინარე სეზონშიც წარმატებულად ასპარეზობს. […]