არბიტრი ლიგა 1-დან: შვედეთი – საქართველოს მატჩზე მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება. სტოქჰოლმში გასამართ შეხვედრას 37 წლის ფრანგი მსაჯი ბენუა ბასტიენი მოემსახურება. ლიგა 1-ის რეფერის საქართველოს ნაკრებთან და ქართულ ფეხბურთთან გადაკვეთა აქამდე არ ჰქონია, თუმცა შვედეთთან შეხება წარსულშიც მოუწია. მან 2018 წელს, შვედეთის ეროვნული გუნდის მიერ, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ჩატარებულ მატჩს უხელმძღვანელა, რომელშიც სლკანდინავიელებმა სლოვაკეთი […]
ბექემს მბაპესთან თანამშრომლობა სურს
ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექემს, “პსჟ-სა” და საფრანგეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის კილიან მბაპეს აგენტობა სურს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის”, მადრიდის “რეალის” “მილანის” და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა სააგენტო დააფუძნა, სადაც “ოქროს ბიჭუნას” გაწევრიანებას აპირებს. ბექემს სურს, რომ კილიან მბაპე მისი პირველი მომხმარებელი იყოს. ინგლისელი თვლის, რომ მბაპესთან თანამშრომლობამ შეიძლება მის კომპანიას კარგი მოგება […]
დიჟონი 0:1 ანჟერი (მიმოხილვა)
მბაპემ ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ რეალში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ჩემპიონობა ოფიციალურად “მონაკოსთან” მატჩში გაიფორმა. პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
მარსელმა 20-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა – ოლიმპიკს ამისთვის 9 წელი დასჭირდა
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, “მარსელმა” “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ნოემბრის შემდეგ ეს “ოლიმპიკის” პირველი გამარჯვება იყო. ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი მოგება ფლორიან ტოვენის მიერ შეხვედრის 31-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის დამსახურებაა, ამ უკანასკნელმა დიმიტრი პაიეს გადაცემით ისარგებლა. საინტერესოა ისიც, რომ ამ კლუბებს შორის გამართული ბოლო 20 მატჩიდან დედაქალაქელებმა 17 […]
კავანის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია – ურუგვაელი წელიწადში 10 მილიონს მიიღებს
ედინსონ კავანის ლისაბონის “ბენფიკაში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ურუგვაელი თავდამსხმელს “არწივები” 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რა დროშიც მან ყოველწლიური ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, სწორედ ეს უკანასკნელია ერთადერთი საკითხი, რომლის ოფიციალურად დადასტურებაც ტრანსფერის სრულყოფას აკლია. მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ კომენტარს პორტუგალიური კლუბის სპორტული დირექტორი რუი კოშტა აკეთებს: “კავანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ჩვენ მისი დამატება გვსურს […]
4 წლის წინ: ნეიმარის სადებიუტო მატჩი და პირველი გოლი პსჟ-ს მაისურით (ვიდეო)
ოფიციალურად: ტიერი ანრი მონაკოში წარადგინეს
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი – ტიერი ანრი, “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. ტიერი ანრიმ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს ხელ 2021 წლამდე მოაწერა. ამ წუთებში ტიერი ანრი პირველ ვარჯიშს ატარებს მთავარი მწვრთნელის რანგში და გუნდს ლიგა 1-ის მატჩისთვის ამზადებს. “მონაკო” 20 ოქტომბერს “სტრასბურგს” უმასპინძლებს. მონაკოელები ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფებიან.
დომინოს ბოლო ფიგურა – ტოპ 5 ჩემპიონატი შეჩერებულია
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის ყველა საფეხბურთო დივიზიონი შეაჩერა. “მინდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის ფარგლებში 13 მარტიდან იმ დრომდე, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის საფეხბურთო აქტივობა აკრძალულია. როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ფეხბურთში, ნებისმიერ ლიგაში, ტურნირსა და ასაკობრივ კატეგორიაში მატჩების გამართვა და საწვრთნელი პროცესის წარმოება დაუშვებელია”,-თქვა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე […]
ახალი კონტრაქტი და ნაკლები ანაზღაურება – პაიე მარსელის ერთგულია
დიმიტრი პაიემ მარსელის “ოლიმპიკთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადრ კლუბში 2024 წლამდე ითამაშებს. როგორც ჩანს, გამოცდილი ფეხბურთელისთვის “მარსელი” მნიშვნელოვანი კლუბია, რადგან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მისი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდა. მომავალი სეზონის განმავლობაში, 33 წლის ფეხბურთელი იმ თანხის ნახევარს მიიღებს, რაასც წინა ხელშეკრულება ითვალისწინებდა, უკვე 2021/22 წლებში კი მისი შემოსავალი არსებულთან შედარებით 30%-ით […]
კავანიმ ბექჰემს უარი უთხრა – ურუგვაელს ევროპაში თამაში სურს
ძალიან მალე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის “ინტერი” იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, […]
“პარი სენ-ჟერმენი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის პოლ პოგბას დამატებით კვლავ დაინტერესებულია. პოგბამ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო სეზონს იწყებს. წყაროს ცნობით, კლუბები ჯერ არ დაკავშირებიან ერთმანეთს შესაძლო გარიგების შესახებ. პოლ პოგბას შესახებ “პსჟ” ინგლისურ გრანდს პირველ ოფიციალურ წინადადებას უახლოეს დღეებში გაუგზავნის. “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან ერთ წელიწადში უფასოდ მისი გაშვება არ მოუწიოს. […]