ალაბას კარიერის გაგრძელების 4 ვარიანტი აქვს – ბაიერნი გვარდიოლას ესაუბრება
მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველს დავიდ ალაბას კარიერის გაგრძელების რამდენიმე საინტერესო ვარიანტი აქვს. 28 წლის ავსტრიელი ფეხბურთელით განსაკუთრებით დაინტერესებული “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან: ორივე კლუბის მიზანია, რომ ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ. ცოტა ხნით ადრე, ალაბასთან დაკავშირებით ლონდონის “ჩელსი” აქტიურობდა, თუმცა ფრენკ ლამპარდის გუნდმა შეტევის გაძლიერებაში საკმაოდ ბევრი დახარჯა და რთული წარმოსადგენია, რომ “რეკორდმაისტერის” […]
კავანიმ ბექჰემს უარი უთხრა – ურუგვაელს ევროპაში თამაში სურს
ძალიან მალე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის “ინტერი” იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, […]
ისტორიაში პირველად: უიკომბი ჩემპიონშიფში აღზევდა
ისტორიაში პირველად, “უიკომბ ვანდერერსი” ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისის ლიგა 1-ის ფლეი-ოფის ფინალში კლუბმა “ოქსფორდ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხა. საინტერესოა, რომ “უიკომბში” მსოფლიოს ყველაზე მძიმეწონოსანი და გამორჩეულად კურიოზული ფეხბურთელი ადებაიო აკინფენვა თამაშობს, რომელმაც გამარჯვება ასეთი საინტერესო კომენტარით შეაფასა. 🗣 “Wycombe’s in the Championship, wait wait i’ll say it one more […]
ახალი კონტრაქტი და ნაკლები ანაზღაურება – პაიე მარსელის ერთგულია
დიმიტრი პაიემ მარსელის “ოლიმპიკთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადრ კლუბში 2024 წლამდე ითამაშებს. როგორც ჩანს, გამოცდილი ფეხბურთელისთვის “მარსელი” მნიშვნელოვანი კლუბია, რადგან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მისი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდა. მომავალი სეზონის განმავლობაში, 33 წლის ფეხბურთელი იმ თანხის ნახევარს მიიღებს, რაასც წინა ხელშეკრულება ითვალისწინებდა, უკვე 2021/22 წლებში კი მისი შემოსავალი არსებულთან შედარებით 30%-ით […]
ნიემარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოქვეყნებას გამოეხმაურა. “აღარ შემიძლია მოთმენა ჩემო სიყვარულო, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება”, – წერს ბრაზილიელი Instagram-ში. უეფამ 17 ივნისს გამოაცხადა, რომ ევროპის მთავარ თასს ლისაბონი 12-23 აგვისტოს უმასპინძლებს – საუკეთესო 8 გუნდი გამარჯვებულს თითომატჩიანი პლეი-ოფით გამოავლენს. ამჟამად 1/4-ფინალის საგზური “პსჟ-ს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ლაიფციგს” და “ატალანტას” აქვთ მოპოვებული, წინ კი კიდევ ოთხი […]
1997 წლის შემდეგ პირველად …
როგორც გადაწყდა საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1) ოფიციალურად შეწყდა და გამარჯვებულად “პსჟ” გამოცხადდა. ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს – “პსჟ”-მ, “მარსელმა” და “რენმა”, ხოლო ევროპა ლიგაზე კი “რეიმსი” და “ნიცა” იასპარეზებენ. 1997 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ისეთი ფაქტი, რომ ფრანგული გრანდი “ლიონი” ევროტურნირებს მიღმა დარჩა. სეზონის შეჩერებამდე “ლიონი” მე-7 ადგილს 40 ქულით იკავებდა და მე-6 ადგილზე მყოფმა […]
პირველი ჩემპიონი ტოპ 5-ში – საფრანგეთში ყველაფერი გადაწყდა
“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონია. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლიგა 1-ში სეზონი ნაადრევად დასრულდა, პირველადგილოსანი “პსჟ” კი ჩემპიონად გამოცხადდა. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, ჩემპიონთა ლიგის საგზური “მარსელმა” და “რენმა”, ხოლო ევროპის ლიგის “ლილმა”, “რეიმსმა” და “ნიცამ” მოიპოვეს. ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული გრანდი “ლიონი” ევროტურნირებს მიღმა დარჩა, არადა “ოლიმპიკს” ევროზონასთან 1 ქულა აშორებდა. ასევე დაიჩაგრნენ ორი აუტსაიდერი “ამიენი” და […]
საფრანგეთის ჩემპიონატის განახლების ახალი ვარიანტი
ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe ლიგა 1-ის სეზონის განახლების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. ყველაზე რეალურ ვერსიად ივნისის თვე, კონკრეტულად კი 3 ან 17 ივნისის თარიღი სახელდება. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება, გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ და გათამაშება 25 ივლისს დასრულდება ამის შემდეგ რამდენიმე დღე ლიგა 1-ში ამოსასვლელ და გასავარდნ ფლეი-ოფებს დაეთმობა, რაც […]
დომინოს ბოლო ფიგურა – ტოპ 5 ჩემპიონატი შეჩერებულია
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის ყველა საფეხბურთო დივიზიონი შეაჩერა. “მინდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის ფარგლებში 13 მარტიდან იმ დრომდე, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის საფეხბურთო აქტივობა აკრძალულია. როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ფეხბურთში, ნებისმიერ ლიგაში, ტურნირსა და ასაკობრივ კატეგორიაში მატჩების გამართვა და საწვრთნელი პროცესის წარმოება დაუშვებელია”,-თქვა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე […]
დორტმუნდთან ლიდერის გარეშე? – პსჟ-ს შანსები მცირდება
კილიან მბაპემ შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა გამოტოვოს. Le Parisien-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს არ შეუძლია ზუსტი ინფორმაციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, ითამაშებს თუ არა ფრანგი თავდამსხმელი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. საფრანგეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 00:00 […]