მოურინიო: “მბაპე მესისა და რონალდუზე ძვირადღირებულია”
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ “პსჟ”-ს ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. მოურინიო ფიქრობს, რომ ფრანგი თავდამსხმელი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მსოფლიოში. “როდესაც მბაპეზე საუბრობ, საჭირო არ არის იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება ის 5-10 წელში. უბრალოდ უნდა ფოკუსირდე ახლანდელ დროზე, კილიანი უკვე შეუჩერებელია. სატრანსფერო მარკეტის, რონალდუსა (34) და მესის ასაკის (31) გათვალისწინებით, მბაპე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა,” […]
1997 წლის შემდეგ პირველად …
როგორც გადაწყდა საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1) ოფიციალურად შეწყდა და გამარჯვებულად “პსჟ” გამოცხადდა. ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს – “პსჟ”-მ, “მარსელმა” და “რენმა”, ხოლო ევროპა ლიგაზე კი “რეიმსი” და “ნიცა” იასპარეზებენ. 1997 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ისეთი ფაქტი, რომ ფრანგული გრანდი “ლიონი” ევროტურნირებს მიღმა დარჩა. სეზონის შეჩერებამდე “ლიონი” მე-7 ადგილს 40 ქულით იკავებდა და მე-6 ადგილზე მყოფმა […]
ნიცა 0:3 პსჟ (მიმოხილვა)
ლილის გადამწყვეტი გოლი ლიონის კარში და კომენტატორის საოცარი რეაქცია (ვიდეო)
ნიცა – მარსელის მატჩი შეწყდა: გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა (ვიდეო)
რონალდუს და ჩაკვეტაძის ყოფილ მწვრთნელთან: მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ “მეცში” დაბრუნდა. სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდში ივარჯიშებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონში. ბელგიური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელმა “სერენი” დატოვა და “მეცში” დაბრუნდა, გუნდში, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, […]
სიტისა და პსჟ-ს შემადგენლობა შეიხების მოსვლამდე
მანამ სანამ ფეხბურთში არაბული ინვესტიციები მოხშირდებოდა, სიტისა და პსჟ-ს შემადგენლობა არაფრით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა რომ ახლა ფრანგულ კლუბში სარეკორდო ფასად ნაყიდი ნეიმარი აგორებს ბურთს, რამდენიმე წლის წინ სულ სხვა მდგომარეობა იყო. 2008 წლის 3 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ერთმანეთს სწორედ პსჟ და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდნენ, გავიხსენოთ მათი შემადგენლობა ამ მატჩში, როდესაც ისინი შეიხების მფლობელობაში არ იმყოფებოდნენ. […]
ადილ რამი ფრანგული კლუბიდან სახალისო მიზეზით გაათავისუფლეს
საფრანგეთის ნაკრებისა და მარსელის “ოლიმპიკის” 33 წლის ყოფილი მცველი ადილ რამი ფრანგული კლუბიდან გაათავისუფლეს. გუნდიდან გათავისუფლების მიზეზი სახალისო და უცნაურია. 33 წლის ფრანგი მცველი კლუბიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან კლუბის ვარჯიში გააცდინა და “ფორტ ბოიარდის” გადაცემის ჩაწერაზე მივიდა. ადილ რამი მარსელის “ოლიმპიკში” 2017 წლიდან ირიცხებოდა, რა დროშიც მან 49 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის […]
დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-თან საკუთარ ცხოვრებსა და კარიერაზე დოკუმენტური ფილმის მომზადების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვეტერანი ფეხბურთელი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამ კომპანიის მიერ, მაიკლ ჯორდანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია – “უკანასკნელი ცეკვა” იხილა. პარალელურად, 45 წლის ინგლისელის შესახებ ფილმის მომზადება Amazon-საც სურს, რომელიც ამ საკითხით თავად დაინტერესდა. “მანჩესტერ იუნაიტედის”, მადრიდის “რეალის”, “მილანის”, […]
“ხარისხი და არა ფიზ-მომზადება” – ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის […]
ფაბრიციო რომანო: შეთანხმება მიღწეულია – მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Twitter-ის პირად გვერდზე ადასტურებს, რომ ლიონელ მესი უკვე პსჟ-ს ფეხბურთელია. მისი თქმით მხარეები უკვე შეთანმხდნენ ორწლიანი კონტრაქტის გაოფმრებაზე. “ლიონელ მესი უერთდება “პსჟ-ს” … აი ჩვენ უკვე აქ ვართ! შეთანხმება საბოლოოდ შედგა – მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც შესაძლოა 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდეს. ხელფასი ყოველწლიურად შეადგენს დაახლოებით 35 მილიონ ევროს. მესიმ ნამდვილად […]
საქმე გახსნილია – ემილიანო სალას ტრაგედიაში ბრალდებული დამნაშავედ სცნეს
არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ტრაგიკული გარდაცვალების საქმე თითქმის სამწლიანი გამოძიების შემდეგ, საბოლოოდ გაიხსნა. სასამართლო პროცესის შედეგად, 67 წლის ბიზნესმენი, დევიდ ჰენდერსონი, რომლის მიერ ორგანიზებული ფრენითაც 28 წლის თავდამსხმელი საფრანგეთიდან ინგლისის მიმართულებით მიემგზავრებოდა, თვითმფრინავის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დამნაშავედ სცნეს. გადაწყვეტილება კარდიფის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ 10 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღო. 2019 წლის 21 იანვრის საღამოს, ლა მანშის სრუტის თავზე […]