მალდინი: “მადლობა ღმერთს, რომ მესის წინააღმდეგ არ მითამაშია…”
“მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა – პაოლო მალდინიმ, მსოფლიოს საუკეთესო 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც თამაში მოუწია. “თითქმის ყველა ძლიერ და მაგარ მოთამაშესთან მითამაშია, გამიჭირდება საუკეთესო სამეულის ჩამოთვლა, თუმცა ვეცდები მაქსიმალურად სამართლიანად დავასახელო. პირველი იქნება მარადონა, მეორე ადგილზე გავიყვანდი რონალდოს (ბრაზილიელს), მესამე ადგილს კი პლატინის დავუთმობდი. მესისთან თამაშის შესაძლებლობა მქონდა, თუმცა მან ტრავმა მიიღო […]
მოსასხამის სანაცვლოდ მესის $1 მილიონი შესთავაზეს
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. ეს სამხრეთ ამერიკელებმა ისტორიაში მესამედ მოახერხეს. როგორც კაპიტანმა, ეს თასი ლიონელ მესიმ აღმართა. მსოფლიო ჩემპიონატის თასი, არგენტინის კაპიტანს, ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ და კატარის ამირამ, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ გადასცეს. თუმცა მანამდე, კატარის ამირამ მესის მხრებზე სამოსი, სახელწოდებით ბიშტი მოაცვა. ეს მამაკაცის ტრადიციული მოსასხამი არის, რომელსაც ძირითადად, ქორწილებსა […]
პირს მორგანი მესის აკრიტიკებს, რადგან მარტინესს მბაპეს დაცინვის უფლება მისცა
ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა ლიონელ მესი გააკრიტიკა, რადგან მან ემილიანო მარტინესს ნება მისცა, რომ საზეიმო აღლუმის დროს, მბაპესთვის დაეცინა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების კარის დარაჯმა მბაპესგან სამი გოლი მიიღო და ვერც პენალტების სერიის დროს მოახერხა მისი დარტყმის მოგერიება. თუმცა, მან სხვა ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება მოახერხა და გუნდს გამარჯვებაშიც დაეხმარა. გარდა ამისა, ემილიანომ, მუნდიალზე […]
ბრაზილიელებს სურთ, რომ მესი მარაკანას დიდების დარბაზის წევრი გახდეს
მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს, რომ ლიონელ მესის პატივი მიაგონ და ის ლეგენდარულ “მარაკანაზე” მიიწვიეს. Reuters-ის ცნობით, ბრაზილიურ მხარეს სურს, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მისი ტერფის ანაბეჭდი “მარაკანს” დიდების დარბაზში დატოვოს. საინტერესოა, რომ რიო-დე-ჟანეიროს შტატის სპორტის დეპარტამენტმა მესის მოთხოვნა 2021 წელსაც, კოპა ამერიკის თასის მოგების შემდეგ, გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დიდების დარბაზში მსოფლიო და ბრაზილიური […]
ლიონელ მესის წითელი ლენტის საინტერესო ამბავი
ლიონელ მესისა და წითელი ლენტის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოა. არგენტინელი მას იღბალისთვის ხშირად ატარებს და ამისა გარდა, თანაგუნდლებსაც უზიარებს. ბოლოს აღნიშნული ლენტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გასახდელში მესის ფეხზე შეამჩნიეს. GMS-ის ცნობით, ის ტელეჟურნალისტმა რამა პანტაროტომ ფეხბურთელს ოთხი წლის წინ, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩუქა. ჟურნალისტმა მხიარულად აღნიშნა, რომ დედამისს მესი უფრო უყვარდა, ვიდრე ის. მისივე თქმით, […]
ასე დახვდნენ ლეო მესის მშობლიურ ქალაქში | VIDEO
Muchachos – სიმღერა, რომელიც არგენტინის ტრიუმფის არაოფიციალური ჰიმნი გახდა
La Mosca-ს სიმღერა, სახელწოდებით Muchachos, ის ერთ-ერთი სიმღერაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩვენს გონებაში შემოაღწია – ის, რომელიც კატარში მომხდარ, არგენტინელებისთვის ნანატრ ზეიმთან სამუდამოდ იქნება დაკავშირებული. დოჰას ქუჩებში, სტადიონსა და არგენტინელების გასახდელში, სწორედ ეს სიმღერა ისმოდა. ძველი სიმღერაა, 2003 წელს, ავტორმა ასე უწოდა: Muchachos, esta noche me emborracho, რაც ნიშნავს: “ბიჭებო, ამაღამ დავთვრები”. როგორც ირკვევა, მასწავლებელმა, […]
უდიდესი წვლილი გამარჯვებაში | ემილიანო მარტინესი და პეპლის ეფექტი
“პეპლის ეფექტის” თანახმად, მცირე, უმნიშვნელო მოვლენამ შეიძლება დიდი და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. თუ დავუკვირდებით, ჩვენს ცხოვრებაში ასეთ მომენტებს აუცილებლად ვიპოვით. ედუარდ ნორტონ ლორენცის მიხედვით, პეპელამ, რომელიც ფრთებს აიოვაში იქნევს, შეიძლება ინდონეზიაში წვიმების სეზონზე იქონიოს გავლენა. და რა შუაშია ეს ყველაფერი ემილიანო მარტინესთან? 2020 წლის ივნისში, “არსენალის” მეკარემ, ბერნდ ლენომ, “ბრაიტონის” ფორვარდთან, ნილ მოპესთან შეჯახებისას, მუხლი […]
ეს დი მარიას ფინალიც იყო, ნუ დავივიწყებთ
რამდენს გაიხსენებთ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი? დი მარია მათ შორისაა. სრულიად ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, მედიის, კამერების, ფოტოჟურნალისტების, გულშემატკივრების, ფეხბურთის ღრმად მცოდნეების, მოყვარულების ყურადღება ლიონელ ანდრეს მესისკენ იყო მიპყრობილი. მესიმ, რომელსაც დაჯილდოების დროს მხრებზე შავი ბიშტი მოსავდა, არგენტინას ისტორიაში მესამედ მოუპოვა ოქროს თასი და […]
უნდა ჩათვლილიყო თუ არა, მესის მეორე გოლი საფრანგეთის კარში?
ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe წერს, რომ არგენტინის მესამე გოლი საფრანგეთის კარში არ უნდა ჩათვლილიყო. “რეგლამენტის თანახმად, დამატებით დროში მესის მიერ გატანილი მეორე გოლი სიმონ მარცინიაკს არ უნდა ჩაეთვალა. სანამ ბურთი უგო ლორისის კარის ხაზს გადაკვეთდა, არგენტინელი სათადარიგოები უკვე მოედანზე იყვნენ. ვიდრე მესი ბურთს მეტოქის კარში გადაგზავნიდა, სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბრურთელები მოზღვავებული ემოციების გამო, მოედანზე შემოვიდნენ, […]
ლიონელ სკალონის რეაქცია არგენტინის ჩემპიონობაზე | VIDEO
ყველა რეკორდი, რომელიც მესიმ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა
ერთთვიანი საფეხბურთო საგა კატარში დასრულებულია. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმა. სამხრეთ ამერიკელებმა ფინალი მეექვსედ ითამაშეს და აქედან მხოლოდ სამი დასრულდა მათი წარმატებით. არგენტინის ჩემპიონობის გარდა, უდიდესი მოვლენა იყო ლიონელ მესის მსოფლიო თასით ხელში ხილვა. 35 წლის ფეხბურთელმა ნანატრი ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. 2014 წლის მუნდიალის ფინალში, გერმანიასთან […]