“მალე გამოჯანმრთელდით ჯენტლმენებო” – ნინიაშვილის ტრავმას ლიონი ეხმაურება

როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო. მედიკოსების განცხადებით მორაგბე 4-6 კვირას გამოტოვებს. გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიანიაშვილმა გუშინ დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა.

გარდა “ნინისა”, ფრანგულ კლუბს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე ჯოშუა ტუივასაც დააკლდა.

“ჟან-ბუენზე” გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, დავით ნინიაშვილს ორშაბათს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რამაც დაადასტურა, რომ დავითი ექვს კვირას გამოტოვებს.

თავის მხრივ, დაზიანება მიიღო ჯოშუაუა ტუისოვამაც, რომელსაც ტერფის დაზიანების გამო დასვენება სჭირდება.

მალე გამოჯანმრთელდით ჯენტლმენებო” – წერია “ლიონის” ოფიციალურ განცხადებაში.

“მალე გამოჯანმრთელდით ჯენტლმენებო” – ნინიაშვილის ტრავმას ლიონი ეხმაურება

სტატიის ავტორი
-