ლესტერი თავდამსხმელს უშვებს – სლიმანი საფრანგეთში ბრუნდება
იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ალჟირელი თავდამსხმელი ისლამ სლიმანი მალე საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდება. დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, 32 წლის თავდამსხმელი ლიონის “ოლიმპიკთან” კონტრაქტს გააფორმებს. ირკვევა, რომ ის უკვე “ლიონის” ბაზაზე იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის. სწორედ სლიმანი იქნება ის ფეხბურთელი, რომელიც ლიგა 1-ის ლიდერ გუნდში მუსა დემბელეს შეცვლის, ეს უკანასკნელი მალე მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი […]
მესი თუ რონალდუ? – მესუთ იოზილის არჩევანი
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას უპასუხა – ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ. გერმანიის ნაკრების ყოფილი გამთამაშებლის აზრი ასეთია: “ლეო მესიმ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა, როგორც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა”. 32 წლის “მეთოფე” და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ერთად 2010-13 წლებში თამაშობდნენ და ერთად ლა ლიგა, კოპა დელ […]
პელეს შემდეგ ბიკანიც – კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მე-15 გოლით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, იოზეფ ბიკანის რეკორდი გაიმეორა. საქმე […]
ჩემპიონთა ლიგაში ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ცნობილია
31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას 4 ქართველი ლეგიონერის გუნდი იღებს და მათი მეტოქეები უკვე ცნობილი გახდა. ლაშა დვალის “ფერენცვაროში” ხორვატულ ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება, გიორგი ჩაკევტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდის მეტოქე ავსტრიული ვენის “რაპიდი” იქნება, ხოლო ნიკა ნინუას […]
ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. მერვედფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც “ეტიჰადზე” შედგა, ფრანგმა ფორვარდმა ტურნირზე კარიერაში 65-ე გოლის გატანა შეძლო, რის მერეც რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო. პოლონელი ფორვარდის მონაგარი 64 გოლია, თუმცა მისი გუნდი – ბენზემასგან განსხვავებით – მიმდინარე სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. მათზე მაღლა მხოლოდ სამი ფეხბურთელია, […]
მოურინიო: “ფერნანდეში ამ კომონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა. “ფერნანდეშმა დაამტკიცა, რომ ის პენალტების შესანიშნავი შემსრულებელია. ის ამ კომპონენტით მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესოა. მან პენალტი მგონი 20-ჯერ დაარტყა და გაიტანა”, – თქვა “განსაკუთრებულმა” თანამემამულეზე. 25 წლის პორტუგალიელი, “წითელ ეშმაკებს” 2020 წლის იანვარში, ლისაბონის “სპორტინგიდან“, 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნახევარ სეზონში მან […]
რონალდუ: “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას არ ნიშნავს”
ტურინის “იუვენტუსის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოში არსებული რასიზმის პრობლემის შესახებ ისაუბრა. “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას, ეს ყველა კანის ფერის მქონე ადამიანისთვის ბრძოლაა. არავინ არ იბადება რასისტად, ასეთებად ყალიბდებიან და ჩვენ ბავშვებს ამის მაგალითს ვაძლევთ. ეს ჩვენი დიდი შეცდომაა და ამის წინააღმდეგ ყოველდღიურად, ხმაამაღლებულად უნდა ვიბრძოლოთ”, – თქვა 5 ოქროს ბურთის მომგებმა პორტუგალიელმა. […]
მესი თუ რონალდუ? – ვინ აირჩია კრუიფმა 2015 წელს?
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო და აწ გარდაცვლილმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა თავის დროზე თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე აქტუალურ შეკითხვას უპასუხა. საკულტო ჰოლანდიელმა ფიგურამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო აარჩია. ტოტალური ფეხბურთის შემოქმედმა, 2015 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, თქვა: “მე ყოველთვის მომწონდა ტექნიკური მოთამაშეები, რადგან ცოტათი ასეთი მეც ვიყავი. რაც შეეხება კრიშტიანუს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი […]
ხესე როდრიგესის კურიოზული მიღწევა
საფრანგეთის “ლიგა 1” კორონავირუსის გამო გაუქმდა და ჩემპიონობა “პსჟ-ს” გადაეცა. პარიზელები მე-2 ადგილზე მყოფ “მარსელს” 12 ქულით უსწრებდნენ და ამიტომ ყველანაირი კითხვა თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი, მოხსნილი იყო. ხესე როდრიგესი პარიზულმა გიგანტმა ლისაბონის “სპორტინგში” გაანათხოვრა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ესპანელმა ფეხბურთელმა “პსჟ-ს” რიგებში 1 თამაშის ჩატარება მოასწრო “მეცის” წინააღმდეგ, სადაც მან მინდორზე 1 წუთი დაჰყო. […]
“ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი” – ბრუნო პრემიერლიგაში საუკეთესოა
პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ბრუნო ფერნანდეშმა მოიპოვა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ელიტარულ ინგლისურ დივიზიონში გადაბარგების შემდეგ პირველსავე თვეში გაიბრწყინა. პორტუგალიელი ნახევარმცველი “წითელ ეშმაკებს” 46 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლისაბონის “სპორტინგიდან” შეუერთდა და სადებიუტო შეხვედრა 1 თებერვალს ჩაატარა. სამივე მატჩში ბრუნომ სრულად ითამაშა, გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. “ასეთი დასაწყისით ბედნიერ ვარ, ახლა […]
ბრუნო ფერნანდეში: “ოცნება ამიხდა, საუკეთესო გუნდში გადმოვედი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა ბრუნო ფერნანდეშმა, რომელიც ლონდონის “ჩელსისთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თავისი კარიერის ახალი ნაბიჯის შესახებ ისაუბრა. “თავს შესანიშნავად ვგრძნობ, დაძაბული და რთული შეხვედრა მოვიგეთ. გუნდმა ხასიათი გამოავლინა და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელება გვსურს. ბურთის ფლობის კომპონენტში გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. აღფრთოვანებული ვარ, რომ ოცნება ამიხდა და ინგლისის […]
ოფიციალურად – ბრუნო ფერნანდეში იუნაიტედის ფეხბურთელია
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში “წითელ ეშმაკებს” 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. იმ შემთხვევაში თუ “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება “სპორტინგი” დამატებით 5 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც სპორტინგი მიიღებს დამატებით 15 მილიონ ევროს, თუ ბრუნო რაიმე პირად ჯილდოს მიიღებს. ბრუნომ “იუნაიტედში” 18 ნომრიანი მაისური მოირგო.