AS-ის ინფორმაციით კრიშტიანუს მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს კარიერის გაგრძელების მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩა „სპორტინგი“ ან „დორტმუნდი“. ამის შესახებ ესპანური გაზეთი AS წერს. მანჩესტერელები დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ 37 წლის პორტუგალიელს კლუბის დატოვება სურდა, მაგრამ პრემიერ ლიგის მეორე ტურში „ბრენტფორდთან“ 0:4 წაგებამ და შემდეგ რონალდუს გამომწვევმა საქციელმა აიძულა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა გადაეხედა საკუთარი პოზიციისთვის. კრიშტიანუს ისევ […]
“ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი” – ბრუნო პრემიერლიგაში საუკეთესოა
პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ბრუნო ფერნანდეშმა მოიპოვა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ელიტარულ ინგლისურ დივიზიონში გადაბარგების შემდეგ პირველსავე თვეში გაიბრწყინა. პორტუგალიელი ნახევარმცველი “წითელ ეშმაკებს” 46 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლისაბონის “სპორტინგიდან” შეუერთდა და სადებიუტო შეხვედრა 1 თებერვალს ჩაატარა. სამივე მატჩში ბრუნომ სრულად ითამაშა, გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. “ასეთი დასაწყისით ბედნიერ ვარ, ახლა […]
18 წლის რონალდუს პირველი ინტერვიუ და თარჯიმანი გარი ნევილი (ვიდეო)
კრიშტიანუ რონალდუ დღეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. სულ ცოტა ხნის წინ, მან კარიერაში 760-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა იყო დრო, როცა მორიდებულ მადეირელ ბიჭს კამერების წინაშე გამოჩენის კომპლექსი ჰქონდა და ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარიც არ შეეძლო. იმის ფონზე, თუ რას წარმოადგენს დღეს 5 ოქროს ბურთის, 5 ჩემპიონთა […]
ხესე როდრიგესის კურიოზული მიღწევა
საფრანგეთის “ლიგა 1” კორონავირუსის გამო გაუქმდა და ჩემპიონობა “პსჟ-ს” გადაეცა. პარიზელები მე-2 ადგილზე მყოფ “მარსელს” 12 ქულით უსწრებდნენ და ამიტომ ყველანაირი კითხვა თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი, მოხსნილი იყო. ხესე როდრიგესი პარიზულმა გიგანტმა ლისაბონის “სპორტინგში” გაანათხოვრა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ესპანელმა ფეხბურთელმა “პსჟ-ს” რიგებში 1 თამაშის ჩატარება მოასწრო “მეცის” წინააღმდეგ, სადაც მან მინდორზე 1 წუთი დაჰყო. […]
BBC-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების სიმბოლური გუნდი დაასახელა
წამყვანი ბრიტანული მედია-კომპანია BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 60 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ფინალში მონაწილეობა მიუღიათ, სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, “პსჟ”); მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”, “სევილია”, “იუვენტუსი”, “პსჟ”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), პაოლო მალდინი (“მილანი”), რობერტო […]
მესი თუ რონალდუ? – ვინ აირჩია კრუიფმა 2015 წელს?
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო და აწ გარდაცვლილმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა თავის დროზე თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე აქტუალურ შეკითხვას უპასუხა. საკულტო ჰოლანდიელმა ფიგურამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო აარჩია. ტოტალური ფეხბურთის შემოქმედმა, 2015 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, თქვა: “მე ყოველთვის მომწონდა ტექნიკური მოთამაშეები, რადგან ცოტათი ასეთი მეც ვიყავი. რაც შეეხება კრიშტიანუს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]
რონალდუ: “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას არ ნიშნავს”
ტურინის “იუვენტუსის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოში არსებული რასიზმის პრობლემის შესახებ ისაუბრა. “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას, ეს ყველა კანის ფერის მქონე ადამიანისთვის ბრძოლაა. არავინ არ იბადება რასისტად, ასეთებად ყალიბდებიან და ჩვენ ბავშვებს ამის მაგალითს ვაძლევთ. ეს ჩვენი დიდი შეცდომაა და ამის წინააღმდეგ ყოველდღიურად, ხმაამაღლებულად უნდა ვიბრძოლოთ”, – თქვა 5 ოქროს ბურთის მომგებმა პორტუგალიელმა. […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც პორტუგალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1914 წლის 31 მარტს ფიფას წევრი: 1923 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან ფიფას რეიტინგი: 5 უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 3 (2010 წლის მაისიდან ივნისამდე, 2012 წლის ოქტომბერი, 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 42 (1998 წლის აგვისტო) საშინაო არენა: ესტადიო ნასიონალი (ლისაბონი, პორტუგალია) […]
მოურინიო: “ფერნანდეში ამ კომონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა. “ფერნანდეშმა დაამტკიცა, რომ ის პენალტების შესანიშნავი შემსრულებელია. ის ამ კომპონენტით მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესოა. მან პენალტი მგონი 20-ჯერ დაარტყა და გაიტანა”, – თქვა “განსაკუთრებულმა” თანამემამულეზე. 25 წლის პორტუგალიელი, “წითელ ეშმაკებს” 2020 წლის იანვარში, ლისაბონის “სპორტინგიდან“, 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნახევარ სეზონში მან […]
ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. მერვედფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც “ეტიჰადზე” შედგა, ფრანგმა ფორვარდმა ტურნირზე კარიერაში 65-ე გოლის გატანა შეძლო, რის მერეც რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო. პოლონელი ფორვარდის მონაგარი 64 გოლია, თუმცა მისი გუნდი – ბენზემასგან განსხვავებით – მიმდინარე სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. მათზე მაღლა მხოლოდ სამი ფეხბურთელია, […]