ლევან შენგელია : “ტრავმა სერიოზული არ არის”
“ლოკომოტივის” 6:0 დამარცხების შემდეგ “დინამო თბილისის” ლიდერმა ლევან შენგელიამ Live.ge-სთან ისაუბრა. შეგახსენებთ რომ ერთ-ერთ ეპიზოდში შენგელიას ფეხში მოარტყეს, აქედან რამდენიმე წუთში კი “დინამოს” ფეხბურთელი შეცვალეს: ” დღევანდელ თამაშს რაც შეეხება ვცდილობით რომ მაქსიმალური კონცენტრაცია გვქონოდა რადგან რთულია ევროპიდან ჩვენს ჩემპიონატში გადმორთვა. ეროვნული ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩემპიონობას ვუმიზნებთ, კარგი თამაში გამოვიდა, ეს ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება “ფეიენოორდთან” […]
კობოურმა დინამო ლოკომოტივთან მატჩში დააწინაურა (ვიდეო)
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ცხოვრებაში ყველას თავისი საბრძოლო ველი აქვს, ჩვენი ომი მოედანზეა”
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც განაცხადში მოხვდა, სრულფასოვნად სათამაშო ფორმაშია. ერთადერთი, ვინც სრულ მზადყოფნაში არ არის, ეს დავით კირკიტაძეა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. დანარჩენი, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში და საბრძოლო განწყობითაა. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. […]
საბა კვირკველია შალკესთან ძირითადიდან იწყებს
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, რადგან ამ პრესტიჟულ ტურნირზე ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. გერმანული “შალკე” მოსკოვის “ლოკომოტივს” ესტუმრება, რუსულ კლუბში კი ქართველი მცველი საბა კვერკველია თამაშობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბა დღეს ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
გია გეგუჩაძე: “დასანანი ქულები დავკარგეთ”
საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელი ტური განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა – პარალელურად მიმდინარე მატჩებში, “დინამო თბილისი” “ვიტ ჯორჯიას,” ხოლო “დინამო ბათუმი” კი გასვლით მატჩში “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მიმდინარე ჩემპიონატში საჩემპიონო ინტრიგა უკანასკნელ მატჩამდე იყო შენარჩუნებული – ქულის დაკარგვის შემთხვევაში, თბილისელები მეორე ადგილზე გადადიოდნენ და “ლოკომოტივთან” გამარჯვებით, ჩემპიონობას “დინამო ბათუმი” იფორმებდა. მოვლენები შემდეგი სახით განვითარდა “დინამო თბილისმა” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი […]
ვეტერანი ფეხბურთელი რუსთავის მთავარი მწვრთნელი გახდა
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ქვემოქართლურ კლუბს სულიკო დავითაშვილი გაწვრთნის. ვეტერანი ფეხბურთელისთვის, ეს პირველი მთავარი გუნდი იქნება, რომელსაც სათავეში ჩაუდგება. “რუსთავის” ყოფილმა, გამოცდილმა თავკაცმა ვარლამ კილასონიამ დაკავებული თანამდებობა ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა და მუშაობას საკლუბო სტრუქტურაში გააგრძელებს. რაც შეეხება დავითაშვილს, ის აქამდე თბილისის “ლოკომოტივისა” და “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთის ცენტრში ფრე – 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, “დილამ” და “სამტრედიამ” შეხვედრა – 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა “საბურთალომ“, რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს “სამგურალს” ორი უპასუხო გოლი […]
შალკე 1:0 ლოკომოტივი (მიმოხილვა)
სოსო ფრუიძე ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია
თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ეს სოსო ფრუიძეა. ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ფრუიძე “რკინიგზელებს” სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. გამოცდილი ქართველი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში საჩხერის “ჩიხურას” ხელმძღვანელობდა და საკმაოდ წარმატებითაც. შეგახსენებთ, ხელფასების შემცირების გამო, “ლოკო” ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელმაც გუნდს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოაპოვებინა. შეჩერებულ სეზონში, “ლოკომოტოვს” ორიდან ორი გამარჯება […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მერვე ტურის გახსნითი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, უხვგოლიანობით არც სხვა მატჩები გამორჩეულა, ერთადერთი შემთხვევა კი, როცა თამაშში სულ მცირე 3 ბურთი გავიდა, “ლოკომოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირება აღმოჩნდა. მერვე ტურის შედეგები: “თელავი” – “მერანი” 0:0 “დინამო თბილისი” – “ჩიხურა” 1:0 “ლოკომოტივი” – “ტორპედო” 1:2 “საბურთალო” – “დილა” 1:1 “დინამო ბათუმი” – “სამტრედია” 2:0 საერთო ჯამში, […]
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე, ტრიბუნაზე მჯდომი გულშემატკივარი გარდაიცვალა
უაღრესად ცუდი ფაქტის მომსწრენი გავხდით გუშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩში, სადაც ერთმანეთს გორის “დილა” და თბილისის “ლოკომოტივი” უპირისპირდებოდნენ, მატჩზე მისული გულშემატკივარი, კერძოდ კი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც სამწუხაროდ მოგვიანებით გარდაიცვალა. ამის შესახებ კომენტარს გორის “დილას” ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს: ჩვენი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარზე და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.