ზუსტად 1 წლის წინ, ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა – თბილისური კლუბი საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალში, რომელიც გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართა, 2018 წლის ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა თანაქალაქელი “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა უპირატესობა საწყის წუთებშივე მოიპოვეს. […]