გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში “ლვოვს” პირველად უხელმძღვანელა და “კარპატთან” დერბიში ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. “მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე […]