გიორგი ჭიაბრიშვილი: “ცხოვრებაში ყველას თავისი საბრძოლო ველი აქვს, ჩვენი ომი მოედანზეა”
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც განაცხადში მოხვდა, სრულფასოვნად სათამაშო ფორმაშია. ერთადერთი, ვინც სრულ მზადყოფნაში არ არის, ეს დავით კირკიტაძეა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. დანარჩენი, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში და საბრძოლო განწყობითაა. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. […]
გისდოლი | ვერ ვიმუშავებ ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო
მოსკოვის “ლოკომოტივის” გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა – მარკუს გისდოლმა თანამდებობა დატოვა. გისდოლის მტკიცებით, მას არ შეუძლია იმუშავოს ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო. რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა. მსოფლიოს მასშტაბით, გავლენიანი სპორტული ორგანიზაციები, სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები და პროფესიონალი სპორტსმენები გმობენ რუსეთის აგრესიას და ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიან. “არ შემიძლია ვიმუშავო […]
გრანადა 2:0 ლოკომოტივი (მიმოხილვა)
გრანადა Vs ლოკომოტივი [LIVE]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება. ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10 “აია არენას” სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! გზა დიდ ფინალამდე 22 […]
დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]
დინამო 4:0 ლოკომოტივი (მიმოხილვა)
დინამო თბილისმა (U19) დერბიში იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა
საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო დაპირისპირება გაიმართა. მოქმედი და ვიცე-ჩემპიონები “დინამო თბილისი” და “ლოკომოტივი” ერთმანეთს თბილისურ დერბიში, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრის მოსაგებად ორივე გუნდს დიდი მოტივაცია ჰქონდა, რადგან გამარჯვებული სატურნირო ცხრილში გალიდერდებოდა. “დინამო” რომ მოედანზე მოსაგებად გამოვიდა, ეს მსაჯის პირველი სასტვენისთანავე გამოჩნდა. 35-ე წამზე, მასპინძელთა შეტევა […]
ევროპის ლიგა: სამივე ქართული კლუბის მეტოქე ცნობილია
10 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე საქართველოს სამი კლუბი წარმოადგენდა, რომელთაც შემდეგი მეტოქეები ხვდათ წილად: “საბურთალო” – “აპოლონ ლიმასოლი” – მასპინძელი კვიპროსული გუნდი იქნება. “დინამო ბათუმი – “ჰაპოელ ბერ შევა” – მასპინძელი ებრაული კლუბი იქნება. “ლოკომოტივი” – “უნივერსიტეტია კრაიოვა” (რუმინეთი) – მასპინძელი ქართული კლუბი […]
ევროპის ლიგა: ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ 94 მონაწილე კლუბი 15 ჯგუფში გადაანაწილა. ყველა ჯგუფში როგორც განთესილი, ისე განუთესავი გუნდები მოხვდნენ. საქართველოს ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სამი გუნდი: “დინამო ბათუმი”, “საბურთალო” და “ლოკომოტივი” წარმოადგენს, ყველა მათგანი განუთესავია. ამ დაჯგუფების შემდეგ, სამივე კლუბის სავარაუდო მეტოქეთა მოკლე სია ცნობილია და ის შემდეგნაირად […]
ეროვნული ლიგა: I წრის TOP 5 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და გუნდებმა საწყის 9 ტურში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზეს. კარანტინის შემდეგ რამდენიმე გუნდის გარდა, უმეტესობა უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდა, თუმცა საერთო ჯამში, გულშემატკივარმა 101 გატანილი გოლი იხილა, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით, 5 საუკეთესოს წარმოგიდგენთ. პირველი წრის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრები: “ლოკომოტივი” – “სამტრედია 3:1 (1 ტური) “ჩიხურა” – “ლოკომოტივი” 1:3 (2 ტური) […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]