ევროპის ლიგა: ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ 94 მონაწილე კლუბი 15 ჯგუფში გადაანაწილა. ყველა ჯგუფში როგორც განთესილი, ისე განუთესავი გუნდები მოხვდნენ. საქართველოს ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სამი გუნდი: “დინამო ბათუმი”, “საბურთალო” და “ლოკომოტივი” წარმოადგენს, ყველა მათგანი განუთესავია. ამ დაჯგუფების შემდეგ, სამივე კლუბის სავარაუდო მეტოქეთა მოკლე სია ცნობილია და ის შემდეგნაირად […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მერვე ტურის გახსნითი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, უხვგოლიანობით არც სხვა მატჩები გამორჩეულა, ერთადერთი შემთხვევა კი, როცა თამაშში სულ მცირე 3 ბურთი გავიდა, “ლოკომოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირება აღმოჩნდა. მერვე ტურის შედეგები: “თელავი” – “მერანი” 0:0 “დინამო თბილისი” – “ჩიხურა” 1:0 “ლოკომოტივი” – “ტორპედო” 1:2 “საბურთალო” – “დილა” 1:1 “დინამო ბათუმი” – “სამტრედია” 2:0 საერთო ჯამში, […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” “ბორის პაიჭაძეზე” აჯობა -1:2. გორის “დილას” ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” (2:0) მოგებით თავი […]
საბურთალოს არჩათვლილი გოლი ლოკომოტივის კარში (ვიდეო)
თემურ შალამბერიძე: “სუფთა გოლი გავიტანეთ, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია”
თბილისურ დერბიში, “ლოკომოტივთან” ნათამაშები ფრეს – 0:0 შემდეგ, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეხვედრა შეაფასა. საქართველოს ექს-ჩემპიონის თავკაცის აზრით, მის გუნდს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. “დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში თამაშის ტემპი დაბალი მომეჩვენა, რაც ალბათ ამინდის ბრალი იყო. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხიც და ტემპიც გაუმჯობესდა. რაც შეეხება ჩვენს მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაგვითვალეს, […]
რატომ არ ითამაშა ნიკა ჭანტურიამ საბურთალოსთან მატჩში?
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში, თბილისური დერბი შედგა – “საბურთალომ” და “ლოკომოტივმა”, “მიხილე მესხზე”, უგოლო ფრე ითამაშეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “რკინიგზელთა” ვიცე-კაპიტანს და ერთ-ერთ ლიდერს ნიკა ჭანტურიას. მატჩის შემდეგ, ცენტრალური მცველის მდგომარეობის შესახებ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვკითხეთ, რომელმაც თქვა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. “მატჩის წინა დღეს გამართულ ვარჯიშზე […]
უგოლო ფრე თბილისურ დერბიში – საბურთალომ და ლოკომოტივმა ქულები გაიყვეს
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა. ვაკეში თბილისური დერბი გაიმართა – ერთმანეთს “საბურთალო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. ყოფილი გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი პირველად დაუპირისპირდა და პირველი ქულაც მოიპოვა. მატჩამდე, საქართველოს ექს-ჩემპიონი 8 ქულით ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებდა, ხოლო “რკინიგზელებს” ზედიზედ ორი მარცხი, სამმატჩიანი მოუგებელი სერია და ბოლოდან […]
ეროვნული ლიგა: V ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში გულშემატკივარმა ორი უგოლო ფრე იხილა, “საბურთალოსა” და “თელავის” მატჩში კი მხოლოდ ერთი გოლი, ისიც პენალტით გავიდა. სამაგიეროდ, უხვგოლიანი შეხვედრები შედგა გორში და “მიხეილ მესხი 2-ზე”, შესაბამისად, “დილამ” “მერანთან” – 4:0 იმარჯვა, ხოლო “ლოკომოტივი” შინ, ბათუმის “დინამოსთან” 1:4 დამარცხდა. საერთო ჯამში, ელიგის მეხუთე ტურში 10 გოლი იხილა, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. […]
ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულ ლიგას 5 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს. გორის “დილამ” ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ (შინ, “მერანთან” 4:0) 11 ქულა მოაგროვა და პირველი პოზიცია ერთპიროვნულად დაიბევა. ეს იმის დამსახურებაც გახლდათ, რომ ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე”, ქართული დერბი უგოლოდ დასრულდა, “დინამო თბილისმა” 3 ქულა მიჯრით მესამედ ვეღარ მოიპოვა და მეორე ადგილზე ჩამოიწია. ტურის ბოლო მატჩის მსგავსად, გოლი […]
კორონავირუსის გამო ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი გაურკვეველია
ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონი შესაძლოა დაგვიანებით დაიწყოს. ჩემპიონატის სტარტის თარიღის გადაწევა კორონავირუსის პანდემიასთან არის კავშირში. ბულგარეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონი 24 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამედიცინო კომისიის დასკვნის შემდეგ, ჩემპიონატის განახლების თარიღის მინიმუმ 2-3 კვირით გადადება იგეგმება. ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის (BFU) მტკიცებით, სეზონის სტარტი შესაძლოა გადაიდოს – კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტებმა, რამდენიმე კლუბში სავალალო […]
გიორგი კუცია: “ახალი პოზიცია მაქვს, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მეხმარება”
2020 წლის სეზონიდან, “დინამო თბილისში” ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი კუცია დაბრუნდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდა. 20 წლის ფეხბურთელმა უკვე მოახერხა “საბურთალოსთან” ულამაზესი გოლის გატანა და “ლოკომოტივთან” შეხვედრაშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გუნდის აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში, გუნდში დაბრუნების, გორის “დილაში” გატარებული პერიოდის და სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა. როგორია შენი ფიზიკური ფორმა 3-თვიანი იძულებითი პაუზის და […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ჩემი და ლოკომოტივის ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა, ჩემპიონობა მთავარი მიზანი იქნება”
თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სოსო ფრუიძე გუნდში “საბურთალოს” ყოფილმა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული სპეციალისტი საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაანდო. “მოლაპარაკებები სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა და დანამდვილებით გეტყვით, რომ მას მერე, რაც “საბურთალოდან” წამოვედი “ლოკომოტივიდან” პირველად 2-3 დღის წინ […]