“ლოკომოტივმა” ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის საწყისი ორივე ტური მოიგო, 6 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 მიიღო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მეორე ტურის შეხვედრა “რკინიგზელებმა” მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, საჩხერის “ჩიხურასთან” გამართეს, რომელიც თბილისში ნომინალური მასპინძლის სტატუსით თამაშობს. “ლოკომ”, რომელმაც წინა ტურში ელიტაში დაბრუნებულ “სამტრედიას” 3:1 აჯობა, სამი ქულის მოსაპოვებლად თამაში პირველივე წუთებიდან […]