რატომ არ ითამაშა ნიკა ჭანტურიამ საბურთალოსთან მატჩში?
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში, თბილისური დერბი შედგა – “საბურთალომ” და “ლოკომოტივმა”, “მიხილე მესხზე”, უგოლო ფრე ითამაშეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “რკინიგზელთა” ვიცე-კაპიტანს და ერთ-ერთ ლიდერს ნიკა ჭანტურიას. მატჩის შემდეგ, ცენტრალური მცველის მდგომარეობის შესახებ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვკითხეთ, რომელმაც თქვა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო. “მატჩის წინა დღეს გამართულ ვარჯიშზე […]
ნინუაააა! კიდევ ერთი შედევრი საჯარიმოდან (ვიდეო)
ნიქაბაძის გაშვების შემდეგ, მერანმა თავდამსხმელი დაიმატა
Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისის “მერანმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის დებიუტანტ გუნდს ახალგაზრდა თავდამსხმელი შეემატა. 16 წლის გიორგი ხაბულიანს აქამდე საქართველოს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია, ის ჯერ “საბურთალოს” აკადემიაში, შემდეგ კი ბარსელონაში, “მარსეტის” საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. რამდენიმე დღის წინ, გუნდი გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ დატოვა, რომელიც ბათუმის “დინამოში” ნიკოლოზ საბანაძის წასვლის შემდეგ გადაბარგდა. […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ლევერკუზენი მოსკოვში კურიოზული გოლით დაწინაურდა (ვიდეო)
ოფიციალურად: ჭიაბრიშვილი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია
გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ჭიაბრიშვილი “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც ჩანს, 40 წლის სპეციალისტს და თბილისურ კლუბს ხანგრძლივი თანამშრომლობის გეგმა აქვთ, რადგან მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. “რკინიგზელთა” პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 […]
მეორე ტიტული: გეგა დიასამიძემ წელი სუპერთასის მოგებით დაიწყო
3 მარტს ბელარუსის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სოლიგორსკის “შახტიორმა” ბორისოვის “ბატეს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და მორიგ ტიტულს დაეუფლა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, “შახტიორის” ქართველმა ნახევარმცველმა, გეგა დიასამიძემ. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დიასამიძის გუნდმა ვიცე-ჩემპიონ “ბატეს” (5:4) აჯობა და სუპერთასი […]
სოლომონ კვერკველია ძირითადშია!
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” შინ “გალათასარაის” დაუპირისპირდება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მოედანს უბრუნდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია, რომელიც ტრადიციულად მოედნის ცენტრალური დაცვის ზონას ჩორლუკასთან ერთად გაამაგრებს.
როდის დაბრუნდება ჩიხურა საშინაო კედლებში?
საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ლიგის ახალ სეზონში ორივე შეხვედრა წააგო. თბილისში, “ლოკომოტივთან” მარცხის (1:3) შემდეგ, იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ თავისი გუნდის თამაში შეაფასა და საშინაო არენის მდგომარეობაზეც იაუაბრა. “პირველ რიგში, “ლოკომოტივს” გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხაროდ, მეორე მატჩია ისე ხდება, რომ ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ვმარცხდებით. ათამდე ახალი ფეხბურთელი გვყავს და გუნდი სათანადოდ შეთამაშებული ჯეჯერობით […]
თემურ შალამბერიძე: “სუფთა გოლი გავიტანეთ, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია”
თბილისურ დერბიში, “ლოკომოტივთან” ნათამაშები ფრეს – 0:0 შემდეგ, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეხვედრა შეაფასა. საქართველოს ექს-ჩემპიონის თავკაცის აზრით, მის გუნდს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. “დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში თამაშის ტემპი დაბალი მომეჩვენა, რაც ალბათ ამინდის ბრალი იყო. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხიც და ტემპიც გაუმჯობესდა. რაც შეეხება ჩვენს მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაგვითვალეს, […]
კვამე კარიკარიმ ლოკომოტივის კარი მეექვსედ აიღო (ვიდეო)
გია ცეცაძე: “ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ კმაყოფილი ვარ”
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში “ლვოვს” პირველად უხელმძღვანელა და “კარპატთან” დერბიში ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. “მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე […]