გისდოლი | ვერ ვიმუშავებ ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო
მოსკოვის “ლოკომოტივის” გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა – მარკუს გისდოლმა თანამდებობა დატოვა. გისდოლის მტკიცებით, მას არ შეუძლია იმუშავოს ქვეყანაში, რომლის ლიდერმაც ომი დაიწყო. რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა. მსოფლიოს მასშტაბით, გავლენიანი სპორტული ორგანიზაციები, სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები და პროფესიონალი სპორტსმენები გმობენ რუსეთის აგრესიას და ომის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიან. “არ შემიძლია ვიმუშავო […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მეოთხე სათამაშო კვირაში პირველად მოხდა, რომ გათამაშებას სათავეში ახალი გუნდი ჩაუდგა – “დინამო თბილისი”, მოქმედმა ჩემპიონმა საშინაო არენაზე აწ უკვე ყოფილ ლიდერ “ლოკომოტივს” 4 ბურთი შეუგდო, ისე რომ საკუთარ კარში ერთიც არ მიუღია. 2019 წლის ნოემბრის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედომ” 3 ქულა პირველად მოიპოვა და რა თქმა უნდა აღსანიშნავია […]
ეროვნული ლიგა: I წრის TOP 5 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და გუნდებმა საწყის 9 ტურში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზეს. კარანტინის შემდეგ რამდენიმე გუნდის გარდა, უმეტესობა უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდა, თუმცა საერთო ჯამში, გულშემატკივარმა 101 გატანილი გოლი იხილა, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით, 5 საუკეთესოს წარმოგიდგენთ. პირველი წრის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრები: “ლოკომოტივი” – “სამტრედია 3:1 (1 ტური) “ჩიხურა” – “ლოკომოტივი” 1:3 (2 ტური) […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ცხოვრებაში ყველას თავისი საბრძოლო ველი აქვს, ჩვენი ომი მოედანზეა”
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც განაცხადში მოხვდა, სრულფასოვნად სათამაშო ფორმაშია. ერთადერთი, ვინც სრულ მზადყოფნაში არ არის, ეს დავით კირკიტაძეა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. დანარჩენი, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში და საბრძოლო განწყობითაა. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. […]
გალათასარაი 3:0 ლოკომოტივი (მიმოხილვა)
ქავთარაძემ დინამოს უპირატესობა სამამდე გაზარდა (ვიდეო)
ეროვნული ლიგა: V ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში გულშემატკივარმა ორი უგოლო ფრე იხილა, “საბურთალოსა” და “თელავის” მატჩში კი მხოლოდ ერთი გოლი, ისიც პენალტით გავიდა. სამაგიეროდ, უხვგოლიანი შეხვედრები შედგა გორში და “მიხეილ მესხი 2-ზე”, შესაბამისად, “დილამ” “მერანთან” – 4:0 იმარჯვა, ხოლო “ლოკომოტივი” შინ, ბათუმის “დინამოსთან” 1:4 დამარცხდა. საერთო ჯამში, ელიგის მეხუთე ტურში 10 გოლი იხილა, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. […]
ვეტერანი ფეხბურთელი რუსთავის მთავარი მწვრთნელი გახდა
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ქვემოქართლურ კლუბს სულიკო დავითაშვილი გაწვრთნის. ვეტერანი ფეხბურთელისთვის, ეს პირველი მთავარი გუნდი იქნება, რომელსაც სათავეში ჩაუდგება. “რუსთავის” ყოფილმა, გამოცდილმა თავკაცმა ვარლამ კილასონიამ დაკავებული თანამდებობა ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა და მუშაობას საკლუბო სტრუქტურაში გააგრძელებს. რაც შეეხება დავითაშვილს, ის აქამდე თბილისის “ლოკომოტივისა” და “დინამოს” […]
საქართველოს თასის ფინალში თბილისური დერბი შედგება
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა და ფინალისტებიც ცნობილი გახდა. ლიგა 4-ის წარმომადგენელმა გარეჯმა შინ, თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო და 2:3 დამარცხდა. საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სპორტული კომპლექსის არენაზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გოლით გაიხსნა – ილია გუჯარაიძემ “გარეჯი” მე-13 წუთზე დააწინაურა. მეორე ნახევარში გამოცდილმა თბილისელებმა მატჩის სცენარი სათავისოდ შემოაბრუნეს. ორწუთიან მონაკვეთში, 57-ე და 59-ე […]
საბურთალო ორ ტურში: 4 ქულა, 2 დანაკარგი
საქართველოს ექს-ჩემპიონმა “საბურთალომ” ეროვნული ლიგის ახალ სეზონში საწყის ორ ტურში 4 ქულა მოაგროვა. “ჩიხურასთან” გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მოქმედმა გამარჯვებულმა დებიუტანტ “მერანთან” დერბიში უგოლო ფრე ითამაშა. “მიხეილ მესხი” 2-ზე გამართული შეხვედრა დინამიური გამოდგა და ორივე ტაიმში მეტოქეებს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცათ, თუმცა მიზანს ვერცერთმა მცდელობამ უწია. “საბურთალოს” წარმატებაში ხელი იმანაც შეუშალა, რომ […]
პირველი ტური ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველი ტური ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრით დასრულდა. თბილისში, “მიხეილ მესხი 2-ზე”, წინა სეზონის მეოთხეადგილოსანმა “ლოკომოტივმა” ელიტაში დაბრუნებულ “სამტრედიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა – მესამე წუთზე გამოცდილმა შემტევმა გიორგი ილურიძემ იმერლები ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით დააწინაურა. მასპინძლებმა გათანაბრება 27 წუთში მოახერხეს – დარცმელიას საჯარიმოში ჩაწოდებულზე […]
როდის დაბრუნდება ჩიხურა საშინაო კედლებში?
საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ლიგის ახალ სეზონში ორივე შეხვედრა წააგო. თბილისში, “ლოკომოტივთან” მარცხის (1:3) შემდეგ, იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ თავისი გუნდის თამაში შეაფასა და საშინაო არენის მდგომარეობაზეც იაუაბრა. “პირველ რიგში, “ლოკომოტივს” გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხაროდ, მეორე მატჩია ისე ხდება, რომ ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ვმარცხდებით. ათამდე ახალი ფეხბურთელი გვყავს და გუნდი სათანადოდ შეთამაშებული ჯეჯერობით […]