30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]