საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია. 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, “დინამო თბილისის” აკადემიის საფეხბურთო მოედანზე, ოქროს ლიგის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება შედგება – “დინამო” ლოკომოტივს” უმასპინძლებს. ახალგაზრდული თბილისური დერბი მაღალი ალბათობით სეზონის საუკეთესო გუნდს გაარკვევს. ორივე თბილისური გუნდი წაუგებელია, ოღონდ ლურჯ-თეთრებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული – 6 მოგება და 2 ფრე. რაც შეეხებათ “რკინიგზელებს”, მათაც […]