ახალგაზრდა მეკარეების ბენეფისი: მამარდაშვილის და გუგეშაშვილის შესანიშნავი მატჩი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს გორის “დილა” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. მატჩი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამორჩეული მატჩი ვიხილეთ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა შემტევებზე უფრო წარმატებულად და სანახაობრივადაც მეკარეებმა ითამაშეს. ლუკა გუგეშაშვილმა და გიორგი მამარდაშვილი კარიერის გამორჩეული თამაში ჩაატარეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ საქართველოს ნაკრების კარის უსაფრთხოება […]
შალკე 1:0 ლოკომოტივი (მიმოხილვა)
ეროვნული ლიგა: IX ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტური ხუთ დღეს გაგრძელდა და გულშემატკივარს თითო დღეს თითო შეხვედრის ხილვის შესაძლებლობა მიეცა. მეცხრე ტური ქუთაისში, “ტორპედოსა” და “თელავის” ფრით (1:1) დაიწყო და 11 აგვისტოს, სამტრედიაში, ადგილობრივი გუნდის “საბურთალოსთან” მარცხით (1:2) დასრულდა. მეცხრე ტურის შედეგები: “ტორპედო” – “თელავი” 1:1 “მერანი” – “დინამო თბილისი” 1:2 “ჩიხურა” – “დინამო ბათუმი” 0:4 “დილა” […]
ოფიციალურად: ჭიაბრიშვილი ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია
გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ჭიაბრიშვილი “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც ჩანს, 40 წლის სპეციალისტს და თბილისურ კლუბს ხანგრძლივი თანამშრომლობის გეგმა აქვთ, რადგან მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. “რკინიგზელთა” პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 […]
დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მერვე ტურის გახსნითი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, უხვგოლიანობით არც სხვა მატჩები გამორჩეულა, ერთადერთი შემთხვევა კი, როცა თამაშში სულ მცირე 3 ბურთი გავიდა, “ლოკომოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირება აღმოჩნდა. მერვე ტურის შედეგები: “თელავი” – “მერანი” 0:0 “დინამო თბილისი” – “ჩიხურა” 1:0 “ლოკომოტივი” – “ტორპედო” 1:2 “საბურთალო” – “დილა” 1:1 “დინამო ბათუმი” – “სამტრედია” 2:0 საერთო ჯამში, […]
ლოკომოტივი 0:2 ლევერკუზენი (მიმოხილვა)
ლოკომოტივი 2:0 გალათასარაი (მიმოხილვა)
სიხარულიძის გოლი დინამო ბათუმის კარში (ვიდეო)
საბურთალო საქართველოს თასის გამარჯვებულია
ზუსტად 1 წლის წინ, ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა – თბილისური კლუბი საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალში, რომელიც გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართა, 2018 წლის ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა თანაქალაქელი “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა უპირატესობა საწყის წუთებშივე მოიპოვეს. […]
სოლომონ კვერკველია ძირითადშია!
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” შინ “გალათასარაის” დაუპირისპირდება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მოედანს უბრუნდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია, რომელიც ტრადიციულად მოედნის ცენტრალური დაცვის ზონას ჩორლუკასთან ერთად გაამაგრებს.
მეორე ტიტული: გეგა დიასამიძემ წელი სუპერთასის მოგებით დაიწყო
3 მარტს ბელარუსის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სოლიგორსკის “შახტიორმა” ბორისოვის “ბატეს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და მორიგ ტიტულს დაეუფლა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, “შახტიორის” ქართველმა ნახევარმცველმა, გეგა დიასამიძემ. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დიასამიძის გუნდმა ვიცე-ჩემპიონ “ბატეს” (5:4) აჯობა და სუპერთასი […]