ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში გულშემატკივარმა ორი უგოლო ფრე იხილა, “საბურთალოსა” და “თელავის” მატჩში კი მხოლოდ ერთი გოლი, ისიც პენალტით გავიდა. სამაგიეროდ, უხვგოლიანი შეხვედრები შედგა გორში და “მიხეილ მესხი 2-ზე”, შესაბამისად, “დილამ” “მერანთან” – 4:0 იმარჯვა, ხოლო “ლოკომოტივი” შინ, ბათუმის “დინამოსთან” 1:4 დამარცხდა. საერთო ჯამში, ელიგის მეხუთე ტურში 10 გოლი იხილა, საიდანაც Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. […]