ლუბა გოლოვინამ ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. ბატუტზე მხტომელმა, ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიგო. ფინალში 6 საუკეთესო მონაწილეს შორის გასულმა ლუბამ 53.93 ქულა მოიპოვა და მხოლოდ ფრანგს ჩამორჩა. გოლოვინამ საქართველოს მინსკის მე-2 ოლიმპიურ თამაშებზე უკვე მე-20 მედალი მოუპოვა.
ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიგო (ვიდეო)
ლუბა გოლოვინას პირველი კომენტარი ვერცხლის მედლის მოგების შემდეგ
გუშინ მე-2 ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ბატუტზე მხტომელმა, ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 29 წლის სპორტსმენმა მიღწეული წარმატების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი გამოსვლით, რადგან ჩემი პროგრამა ღირსეულად შევასრულე. ყველა სპორტსმენი ტურნირზე იმისთვის მიდის, რომ მედლისთვის იბრძოლოს, ანალოგიურად ვარ მეც, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა – მედლის მოპოვება. სამწუხაროა, რომ ხალხი ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებს. […]
საქართველოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 30 მედლით დაასრულა
ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ბოლო სპორტსმენი იყო ვინც საქართველოს სახელით მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარეზა. 130 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაკობი ბელარუს მეტოქესთან 1:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა კი საბოლოო ჯამში 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული სამბისტების გამოსვლა აღმოჩნდა 4 ოქროს მედალი […]