ანგისა: “მომწონს კვარაცხელია – არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი”
“ნაპოლის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ზამბო ანგისამ, გასული სეზონი შეაჯამა და თანაგუნდელებზეც ბევრი ისაუბრა. კამერუნელმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და ქართველი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანგისას თქმით, ლუჩანო სპალეტიმ “საუკეთესო გუნდი” ჩამოაყალიბა, რომელიც სავსე იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, გამოცდილი მოთამაშეებით, შემტევითი სტილითა და ისეთი ტიპის ენერგიით, რომელიც გულშემატკივართან პირდაპირ კავშირში იყო – გუნდი, რომელიც უახლოეს […]
Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!
ბოლო 33 წელიწადის განმავლობაში პირველად, პარტენოპეი იტალიის ჩემპიონი გახდა – ამ შედეგს, სეზონის დასაწყისში, ვერავინ ივარაუდებდა. ტურინში დასრულებული მატჩის შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯაკომო რასპადორი ემოციებს ჯერ კიდევ ვერ მალავდა. ერთი ადამიანი იმ მასშტაბის მნიშვნელობას ვერ ატარებს, რაც დამატებით დროში, “იუვენტუსის” კარში გატანილმა მისმა გოლმა შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, მეტოქის კარში დაუშვებლად გადაგზავნა […]
სპალეტი: ,,კვარაცხელია და ოსიმენი შეტყობინებას საფეხბურთო სამყაროს უგზავნიან”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,აინტრახტთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩემს ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი, როგორები არიან ისინი. ვიმედოვნებ, რომ ამ თამაშს კარგად გაუმკლავდებიან. ,,აინტრახტი” კარგი გუნდია, რომელმაც მოედანზე თავისი საქმე იცის. ვიცით, რომ ამ ტურნირზე პოტენციალი გვაქვს, ისევე, როგორც ,,აინტრახტს”. მნიშვნელოვანი მატჩია და ნერვიულობის უფლება არ გვაქვს. შეტევასა და დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. მათ […]
სპალეტი: ,,გვარდიოლას ბარსელონას ვგავართ? მადლობა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სასუოლოსთან” სტუმრად მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,გვარდიოლას ,,ბარსელონას” ვგავართ? მადლობა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მშვიდები უნდა ვიყოთ. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით. დღეს შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, ბოლო რამდენიმე თამაშში ხარისხი გვაკლდა, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე ვერ ვიტყვით. მეორე ტაიმში მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. ახლა ჩვენთვის კარგი მომენტია, მაგრამ მოშვების საშუალება […]
სპალეტი: ,,ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგებია”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ხვალინდელ თამაშზე ფოკუსირებისთვის იმდენი მიზეზი არსებობს, რომ სხვა რამეზე ფიქრის დრო არ მაქვს. ,,კრემონეზემ” იტალიის თასიდან გამოგვაგდო, ასე რომ, თავად ვნახეთ, რამდენად კარგია ეს გუნდი. ორიენტირებულნი ვართ აწმყოზე, ჩვენი აწმყო კი ახლა ,,კრემონეზეა”. ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის ფუნდამენტურია და აუცილებლად მოსაგებია. სიხარულს მგვრის ის ფაქტი, რომ ,,ნაპოლის” […]
სპალეტი: ,,კვარაცხელიასგან და ოსიმენისგან ხარისხი, კრეატიულობა და ფანტაზია გვჭირდება”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სპეციასთან” მოგებული შეხვედრა შეაფასა: ,,სხვაობა ასეთ მატჩებში, ამ დროს და ამ სტადიონებზე, ფეხბურთელების მენტალიტეტით არის განპირობებული. მზადება წინა ღამით უნდა დაიწყო, რადგან დილით მოსამზადებლად დრო აღარ არის. ,,სპეციამ” ნახევარდაცვაში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. კვარაცხელია და ოსიმენი? ჩვენ მათი ხარისხი, კრეატიულობა და ფანტაზია გვჭირდება, რადგან მათ მატჩში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ. მხოლოდ გადაადგილება […]
სპალეტი: ,,ფეხბურთელი ცალი ყურით ქომაგების ხმას უსმენს, მეორით კი მწვრთნელის მითითებებს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სპეციასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,რთულ მოედანზე რთული მატჩისთვის კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ჩვენთვის მეტოქე მთავარ არსს არ ცვლის, მოსაპოვებელი ყოველთვის 3 ქულაა. გულშემატკივრები? უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი სამუშაო შევასრულოთ. ფეხბურთელი ცალი ყურით ქომაგების ხმას უსმენს, მეორით კი მწვრთნელის მითითებებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისტორიის დაწერა მხოლოდ ფაქტებს და შედეგებს შეუძლია […]
იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად სპალეტი დასახელდა
სერია ა-მ “ნაპოლის” იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ნეაპოლელთა მწვრთნელი დამსახურებულ ჯილდოს 12 თებერვალს, “ნაპოლი”-“კრემონეზეს” შეხვედრის დაწყებამდე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 63 წლის სპეციალისტმა აღნიშნული ტიტული ოქტომბერშიც დაიმსახურა.
სპალეტი: ,,არ შემიძლია, დავთვალო, რამდენი ქულა გვჭირდება ნაადრევი ჩემპიონობისთვის”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,საინტერესო მატჩი გველის. ეს იქნება დიდი თამაში, სიამოვნებას მივიღებთ როგორც ტაქტიკით, ასევე ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით. სამი ქულის მოპოვება ყოველთვის გვინდა. სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებულნი არ ვართ. მოურინიომ იცის, როგორ მოამზადოს გუნდი და როგორ აუხსნას ფეხბურთელებს, რა უნდა გააკეთონ თამაშის დროს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვება უკვე […]
სპალეტი: ,,შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ და თავმდაბლები ვიყოთ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან” მოგებული მატჩი შეაფასა: ,,საკმარისი ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა გამოვავლინეთ. მორალურად მზად ვიყავით. მოსაგებად კარგი თამაში და მაღალი ტემპი იყო საჭირო. მერეტს გადამწყვეტი მოგერიება უნდა მივულოცოთ, ცოტა საქმე ჰქონდა, თუმცა მომენტს მომზადებული შეხვდა. დი ლორენცო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მან კაპიტნის სამკლაური დაიმსახურა. როცა ეს არჩევანი გავაკეთე, ყველა ერთხმად დამთანხმდა. ის შთამბეჭდავია […]
სპალეტი: ,,იუვენტუსს მეოთხე ადგილი არ დააკმაყოფილებს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,იუვენტუსთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,მესმის, რომ ალეგრი მეორე ნომრად კომფორტულად თამაშობს, მაგრამ ,,იუვენტუსისთვის”, რომელიც ყოველთვის ჩემპიონია, ამის დამალვა რთულია. ფავორიტის როლზე უარის თქმა შეუძლებელია, აშკარაა, რომ რაღაც მეოთხე ადგილი ტურინელებს არ დააკმაყოფილებთ. ვინ არის უკეთესი – მე თუ ალეგრი? არ ვიცი… ის საუკეთესოა, რადგან მისი მიღწევები ამაზე მეტყველებს. მის წინაშე […]
სპალეტი: ,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა”
,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, ,,სამპდორიასთან” მატჩში მატეო პოლიტანოს გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს გამოეხმაურა: ,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა. თუმცა, გუნდში დარტყმის სურვილს თუ სხვა გამოხატავს და ფეხბურთელები შეთანხმდებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ყველაფერთან ერთად, პოლიტანომ პენალტის დარტყმაც იცის,” – განაცხადა სპალეტიმ. იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორია” სტუმრად 2:0 დაამარცხა. სერია A-ს 17 ტურის […]