სპალეტი: ,,ხვიჩას ასეთი სტარტი არ მიკვირს, არც დღეს გატანილი გოლი”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ლაციოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა რომაულ გუნდს გამარჯვების გოლი გაუტანა: ,,კვარა? მისი ასეთი სტარტი არ მიკვირს, მათ შორის არც დღეს გატანილი გოლი, რადგან ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ის მორცხვი ბიჭია, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს უნდა, მაგრამ მოედანზე სულ სხვა დამოკიდებულება აქვს,” – განაცხადა სპალეტიმ. იტალიელმა სპეციალისტმა […]
Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!
ბოლო 33 წელიწადის განმავლობაში პირველად, პარტენოპეი იტალიის ჩემპიონი გახდა – ამ შედეგს, სეზონის დასაწყისში, ვერავინ ივარაუდებდა. ტურინში დასრულებული მატჩის შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯაკომო რასპადორი ემოციებს ჯერ კიდევ ვერ მალავდა. ერთი ადამიანი იმ მასშტაბის მნიშვნელობას ვერ ატარებს, რაც დამატებით დროში, “იუვენტუსის” კარში გატანილმა მისმა გოლმა შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, მეტოქის კარში დაუშვებლად გადაგზავნა […]
სპალეტი: ,,ნეაპოლი სანახაობრივი ქალაქია და ფეხბურთიც ასეთი უნდა იყოს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი გაკეთებაც ვიცით. უნდა გავიდეთ და ჩვენი თვისებები გამოვავლინოთ, როგორც ეს უკვე რამდენიმეჯერ გავაკეთეთ. ახლა მოურინიოს ვხვდებით – სუპერმწვრთნელს. შესაბამისად, უნდა გავაუმჯობესოთ ის. რაც ვიცით. არ ვიცი, ისინი ფიქრობენ თუ არა იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე ვფიქრობთ. […]
ფიორენტინამ შემცვლელი მოძებნა – მონტელა ნაღმზე ზის
Football Italia-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა მალე დაუბრუნდეს. სავარაუდოდ, 60 წლის სპეციალისტი “ფიორენტინას” თავკაცი გახდება. გამოცემის ვერსიით, “იების” ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში 12 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზე ყოფნით უკმაყოფილოა და ვინჩენცო მონტელას გათავისუფლებას აპირებს, მისი შემცვლელი კი სავარაუდოდ, სწორედ “ინტერის” ყოფილი მესაჭე იქნება. კლუბი უკვე დაუკავშირდა სპალეტის და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. “ფიორეს” გარდა, სამომავლოდ […]
სპალეტი: ,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა”
,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, ,,სამპდორიასთან” მატჩში მატეო პოლიტანოს გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს გამოეხმაურა: ,,პენალტისტი კვარაცხელიაა, თერთმეტმეტრიანი მას უნდა დაერტყა. თუმცა, გუნდში დარტყმის სურვილს თუ სხვა გამოხატავს და ფეხბურთელები შეთანხმდებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ყველაფერთან ერთად, პოლიტანომ პენალტის დარტყმაც იცის,” – განაცხადა სპალეტიმ. იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორია” სტუმრად 2:0 დაამარცხა. სერია A-ს 17 ტურის […]
სპალეტი: ,,არასდროს მინახავს, რომ სკუდეტო ვინმეს სექტემბერში მოეგოს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, საკუთარი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა: ,,ყოველი მატჩი გვეუბნება იმის შესახებ, ვართ თუ არა ძლიერები. გზა გრძელი და რთული იქნება, ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს გაკეთება მოგვიწევს. ,,ნაპოლის” სტაბილურობა სჭირდება არამხოლოდ შედეგების, არამედ თითოეული ვარჯიშის თვალსაზრისითაც. ჯერ არასდროს მინახავს, რომ სკუდეტო ვინმეს სექტემბერში მოეგოს. წინ კიდევ დიდი გზაა,” – განაცხადა სპალეტიმ. […]
ანგისა: “მომწონს კვარაცხელია – არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი”
“ნაპოლის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ზამბო ანგისამ, გასული სეზონი შეაჯამა და თანაგუნდელებზეც ბევრი ისაუბრა. კამერუნელმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და ქართველი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანგისას თქმით, ლუჩანო სპალეტიმ “საუკეთესო გუნდი” ჩამოაყალიბა, რომელიც სავსე იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, გამოცდილი მოთამაშეებით, შემტევითი სტილითა და ისეთი ტიპის ენერგიით, რომელიც გულშემატკივართან პირდაპირ კავშირში იყო – გუნდი, რომელიც უახლოეს […]
სპალეტი: ,,მოურინიოზე ლაპარაკი არ მსურს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” მოგებული მატჩი შეაფასა: ,,მოურინიომ თქვა, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით? მის სიტყვებზე საუბარი არ მსურს, უბრალოდ, ჩემი ანალიზის გაკეთება მინდა. ეს ხაფანგებით სავსე თამაში იყო და მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა, ჩემმა გუნდმა ამას თავი კარგად გაართვა. 2-3 საგოლე მომენტი შევქმენით, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა. ,,რომას” კონტრშეტევებზე თამაშის უფლება არ მივეცით, რაც მათ […]
ოფიციალურად – ნაპოლის მთავარ მწვრთნელად სპალეტი დაინიშნა
იტალიელი სპეციალისტი – ლუჩიანო სპალეტი ,,ნაპოლის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,მოხარული ვარ გამცნოთ, რომ ,,ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი იქნება, რომელიც მუშაობას პირველი ივლისიდან შეუდგება. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ლუჩიანო, ერთად დიდ საქმეს გავაკეთებთ,” – განაცხადა ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა. ,,ნაპოლის” ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ჯენარო გატუზო წვრთნიდა, […]
სპალეტი: ,,იუვენტუსს მეოთხე ადგილი არ დააკმაყოფილებს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,იუვენტუსთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,მესმის, რომ ალეგრი მეორე ნომრად კომფორტულად თამაშობს, მაგრამ ,,იუვენტუსისთვის”, რომელიც ყოველთვის ჩემპიონია, ამის დამალვა რთულია. ფავორიტის როლზე უარის თქმა შეუძლებელია, აშკარაა, რომ რაღაც მეოთხე ადგილი ტურინელებს არ დააკმაყოფილებთ. ვინ არის უკეთესი – მე თუ ალეგრი? არ ვიცი… ის საუკეთესოა, რადგან მისი მიღწევები ამაზე მეტყველებს. მის წინაშე […]
სპალეტი ირანში მოკლული ქალების ხსოვნის პატივსაცემად პრესკონფერენციაზე ვარდებით მივიდა | VIDEO
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორი ვარდი მიიტანა და ირანში მოკლული ქალების ხსოვნას პატივი მიაგო. რამდენიმე დღის წინ, ირანის ,,მორალის პოლიციამ” თავსაბურავის მოხსნის გამო, 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა. თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ქალი ფურგონში სცემა, რის შემდეგაც ამინი გარდაიცვალა. პოლიცია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა. მაჰსა ამინის გარდაცვალებას […]
“კვარას სკამზე დაბრუნება ვთხოვე, მისი შემრცხვა” – სპალეტი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლისა” და “რეინჯერსის” დაპირისპირება შედგა. ლეგენდარული დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. კვარა რეინჯერსთან დაისვენებს | სპალეტიმ ხვიჩა ძირითადს მიღმა დატოვა სიმეონეს დუბლი რეინჯერსის წინააღმდეგ | VIDEO ნაპოლიმ რეინჯერსი მარტივად დაამარცხა | VIDEO ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა – ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ლიდერებს, მათ შორის […]