კვარაში გადახდილი 10 მილიონი ნაპოლიმ უკვე ამოიღო
უეფა ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებულ ერთ გამარჯვებაში კლუბს, ბონუსის სახით, 2 მილიონ 800 ათას ევროს უხდის. “ნაპოლიმ” ევროასპარეზზე ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიურმა კლუბმა 14 მილიონი ევრო გამოიმუშავა. “ნაპოლის” მიერ გამომუშავებულმა თანხამ, ხვიჩა კვარაცხელიაში გადახდილ 10 მილიონ ევროს 4 მილიონით გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბმა მასში გადახდილი თანხა და წლიურ ხელფასში […]
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, სერია ა-ს ახალი სეზონის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდის კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია, ნეაპოლელებმა გასული წლის მსგავსად ითამაშონ: ,,ყველა ელოდება, რომ ჩვენ სვლას იმავე გზით განვაგრძობთ, მაგრამ ადვილი არ იქნება. სიახლე არ არის, რომ გულშემატკივრებს სკუდეტოს მოგება სურთ, თუმცა, სინამდვილეში, ტოპ ოთხეულში მოხვედრაც კი რთულია. სეზონის სტარტზე ჩვენ არ გვექნება 9-ქულიანი უპირატესობა […]
სპალეტი: ,,არ შემიძლია, დავთვალო, რამდენი ქულა გვჭირდება ნაადრევი ჩემპიონობისთვის”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,რომასთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,საინტერესო მატჩი გველის. ეს იქნება დიდი თამაში, სიამოვნებას მივიღებთ როგორც ტაქტიკით, ასევე ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით. სამი ქულის მოპოვება ყოველთვის გვინდა. სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებულნი არ ვართ. მოურინიომ იცის, როგორ მოამზადოს გუნდი და როგორ აუხსნას ფეხბურთელებს, რა უნდა გააკეთონ თამაშის დროს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვება უკვე […]
სპალეტი აიაქსთან მატჩზე: ,,იმისათვის რომ გახდე დიდებული, დიდ მეტოქეებთან უნდა ითამაშო”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ამსტერდამის ,,აიაქსთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,აიაქსი ისე თამაშობს, როგორც ჩვენ. ორივეს გვიყვარს ბურთის ფლობა და შეტევების უკნიდან დაწყება. ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი ძალას მოითხოვს და, ასევე, ინტელექტსაც. ამ ფანტასტიკურ სტადიონზე, მდიდარი ისტორიის მქონე გუნდთან საინტერესო მატჩი გველის. იმისათვის რომ გახდე დიდებული, დიდ მეტოქეებთან უნდა ითამაშო. ერთხელ უკვე […]
სპალეტი: ,,კვარა შესანიშნავია, მას ყველაფერი შეუძლია”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სასუოლოსთან” მოგებული მატჩი შეაფასა: ,,ასეთი სერიისთვის აპლოდისმენტებს მთელი გუნდი იმსახურებს. ყოველ ჯერზე ამის გამეორება რთულია, რადგან ოპონენტები შენ წინააღმდეგ ორმაგი ყურადღებით ემზადებიან. ამისთვის ჩემი ფეხბურთელები მადლობას ნამდვილად იმსახურებენ. ვფიქრობ, ,,სასუოლოს” ზედმეტად ბევრი მომენტი შევაქმნევინეთ. 2-ბურთიანი უპირატესობა მალევე მოვიპოვეთ და, ალბათ, ეს ამან განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით, ჩვეული ხარისხი […]
სპალეტი: ,,კვარაცხელია მაღალი კლასის ფეხბურთელია”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, გუნდის ახალწვეულებსა და მომავალ სეზონზე ისაუბრა: ,,კვარაცხელია და ოლივერა მოტივირებულები არიან, მოვიდა დრო, რომ საკუთარი თვისებები ბოლომდე გამოავლინონ. ოლივერა ტრავმის გამო, რომელიც ჰქონდა, ნაკლებად დაიტვირთა. კვარაზე კი, ტესტებმა გვიჩვენა, რომ გარკვეული ვარჯიში სჭირდება. თუმცა, ჩვენ ვიცით, როგორია მისი ხარისხი და ფასი. მშვიდად ვართ, რადგან მათი კლასი ნაპოლის შეეფერება. ვფიქრობ, რომ […]
იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად სპალეტი დასახელდა
სერია ა-მ “ნაპოლის” იტალიელი თავკაცი ლუჩანო სპალეტი იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ნეაპოლელთა მწვრთნელი დამსახურებულ ჯილდოს 12 თებერვალს, “ნაპოლი”-“კრემონეზეს” შეხვედრის დაწყებამდე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 63 წლის სპეციალისტმა აღნიშნული ტიტული ოქტომბერშიც დაიმსახურა.
სპალეტი: ,,კვარაცხელიამ ივარჯიშა და კარგად გამოიყურებოდა”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან” მატჩის წინ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა: ,,ხვალ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. რთული შეხვედრა გველის, რომელშიც ბევრი ინდივიდუალური ორთაბრძოლის მოგებაა საჭირო. მატჩს უნდა შევხვდეთ იმ განწყობით, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვარჯიშზე გვქონდა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ ბევრი დაბრკოლება გველის და უნდა დავამტკიცოთ, რომ მათი გადალახვა შეგვიძლია. გასახდელში ეიფორია […]
სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დასახელდა
,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი სერია A-ს გასული თვის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს. იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა ოქტომბერში ჩატარებული 5 მატჩიდან 5-ვეში იმარჯვეს – ,,ნაპოლიმ” ,,ტორინოს”, ,,კრემონეზეს”, ,,ბოლონიას”, ,,რომასა” და ,,სასუოლოს” დამარცხება შეძლო. სპალეტის გუნდი 12 ტურის შემდეგ, 32 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატალანტას” 5 ქულით უსწრებს. სერია A-ს ლიდერები მომდევნო შეხვედრას ხვალ […]
სპალეტი: ,,კვარაცხელია შესაფერისი შემცვლელია ისეთი ტოპ მოთამაშის, როგორიც ინსინიეა”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,პერუჯასთან” მოგებული მატჩი შეაფასა. სპეციალისტმა გუნდის თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა: ,,ბურთით კარგად გადავაადგილდებოდით და კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ხარისხი შეგვმატა. ის შესაფერისი შემცვლელია ისეთი ტოპ მოთამაშის, როგორიც ლორენცო ინსინიეა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელების მოყვანაზე ვფიქრობთ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რამდენად დიდხანს იწელება მოლაპარაკებები, ბევრი შეთანხმება ბოლო წამს იშლება. ბოლომდე მჯერა კლუბის, როცა […]
სპალეტი: ,,ფეხბურთელი ცალი ყურით ქომაგების ხმას უსმენს, მეორით კი მწვრთნელის მითითებებს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სპეციასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,რთულ მოედანზე რთული მატჩისთვის კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ჩვენთვის მეტოქე მთავარ არსს არ ცვლის, მოსაპოვებელი ყოველთვის 3 ქულაა. გულშემატკივრები? უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი სამუშაო შევასრულოთ. ფეხბურთელი ცალი ყურით ქომაგების ხმას უსმენს, მეორით კი მწვრთნელის მითითებებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისტორიის დაწერა მხოლოდ ფაქტებს და შედეგებს შეუძლია […]
სპალეტი: ,,ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს ფეხბურთელებს არასდროს ავიწყდებათ, რატომ აცვიათ ნაპოლის მაისური”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან” სტუმრად მოგებული მატჩი შეაფასა: ,,ჩვენთვის ადვილი თამაში არ იყო, რადგან გატანილი გოლის შემდეგ მეტოქემ გაგვითანაბრა. მეორე გოლს ვერ ვიტანდით, მაგრამ მონდომება არ დაგვიკარგავს, რამაც შედეგი გამოიღო და სიმეონემ დიდებული გოლი გაიტანა. კომპლიმენტები ,,კრემონეზეს”, რომელიც რეიტინგში ასეთ ადგილს არ იმსახურებს. ჩემი ფეხბურთელები მომენტით სიამოვნებას იღებენ. ისეთი განცდა მაქვს, რომ მათ […]