La Gazzeta Dello Sport: ნეაპოლს ახალი KK აღაფრთოვანებს, ოღონდ ეს კალიდუ კულიბალი არ არის
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრას გამოეხმაურა და მას საინტერესო სათაური მიუძღვნა. “ნეაპოლელ გულშემატკივრებს ახალი KK აღაფრთოვანებს, ოღონდ ეს კალიდუ კულიბალი არ არის. 2001 წელს დაბადებულმა ქართველმა ტალანტმა ძალიან კარგად დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაში შესრულებული დუბლის გარდა, კვარა მოედანზე სხვა კუთხითაც ძალიან კარგი იყო. იგი ასევე […]
სპალეტი: “ბურთი გულუბრყვილოდ მოვიგერიეთ, ვულოცავ ვესინოს”
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის გამხსნელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” შინ “ლაციოსთან” 0:1 დამარცხდა. გოლის ეპიზოდში ქართველი შემტევი სიტუაციის განმუხტვას და ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა მოგერიებული ბურთი მატიას ვესინოს მიუვიდა და ურუგვაელმაც შორი მანძილიდან ბრწყინვალედ დაარტყა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა: ” ვფიქრობ ხარისხი დაგვაკლდა. ნახევარდაცვა ამ მატჩში გადამწყვეტი ფაქტორი იყო, […]
ვინ შეცვლის სპალეტის? – დე ლაურენტისი ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა
იტალიური მედიის ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან დაკავშირებას და მისთვის ლუჩიანო სპალეტის შემცვლელობის შეთავაზებას აპირებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ხელმძღვანელობა კი მისი შემცვლელის მოძიებაზე მუშაობს. გავრცელდა სხვადასხვა პოტენციური კანდიდატის ვინაობა, ახლა კი ირკვევა, რომ […]
ლუჩიანო სპალეტი: “ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ შემდეგი მატჩიც მოსაგებია…”
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 1:6 გაანადგურა. ბტწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემითა და გატანილი სადებიუტო გოლით გამოიჩინა თავი. პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ, დღევანდელი მატჩი შეაფასა. “კარგი მატჩი ჩავატარეთ, მთავარი ყოველთვის კონკრეტული მატჩებია. ჩემპიონატის მატჩი რომ არ მოგვეგო, ახლა შესაბამისი ხასიათი არ გვექნებოდა და ერთი […]
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,მილანთან” წაგებული მატჩი შეაფასა: ,,მილანმა შესანიშნავად ითამაშა, მძლავრად დაიწყო და ისარგებლა ყველა იმ შანსით, რომელიც ჩვენ მივეცით, მათ სივრცეები ჭკვიანურად გამოიყენეს. ჩვენი თამაში ჩვეულ დონეზე დაბალი იყო, ჩემს ფეხბურთელებს კი ამის გამოსწორების სურვილი ჰქონდათ, რამაც მეტოქეს კიდევ უფრო მეტი სივრცე დაუტოვა. მატიას ოლივერა და პიოტრ ზელინსკი პრობლემებით დაბრუნდნენ, ოსიმენმა კი […]
ESPN-მა გასული სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ESPN-ის ვერსიით, 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დასახელდა. გამოკითხვა 50 ჟურნალისტს შორის მიმდინარეობდა. გასულ სეზონში ,,მანჩესტერ სიტიმ” პეპის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის, ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, რითაც ტრებლი შეასრულა. ტოპ სამეულში, ასევე, კარლო ანჩელოტი (რეალი) და ლუჩიანო სპალეტი (ნაპოლი) მოხვდნენ. 10 საუკეთესო მწვრთნელი ESPN-ის ვერსიით: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) კარლო ანჩელოტი (რეალი) […]
ლუჩიანო სპალეტი: “ზეწოლა იზრდება – სანახაობრივად თამაშის გაგრძელება გაგვიჭირდება”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გუნდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმასა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებულ დაპირისპირებებზე ისაუბრა. “თუ ყველა გამოწვევას არ მივიღებთ, მაშინ ძლიერი გუნდი არ ვიქნებით. ვერ ვაცნობიერებთ იმ ხარისხს, რაც ჩვენს გუნდს აქვს. ამ სეზონის გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ და სირთულეებს ველოდოთ. მოედანზე შედეგისთვის მზად უნდა გავიდეთ და ასევე იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავამარცხოთ. ჩემპიონთა […]
სპალეტი: ,,თუ ეს მატჩი რაღაცებს გადაწყვეტს, თამაშის შემდეგ ქცევით და გართობით უნდა მოვიგოთ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,პაულო სოუზა (სალერნიტანას მწვრთნელი) სასიამოვნო, კულტურული ადამიანია, რომელსაც შვიდ თუ რვა ქვეყანაში უმუშავია. მას საფეხბურთო კულტურა აქვს და იცის, რისი გაკეთება სურს გუნდთან ერთად. ვიცნობ მორგან დე სანტისს, ვიცი მისი პროფესიონალიზმისა და დონის შესახებ. ყველა კარგად ლაპარაკობს იერვოლინოზე (სალერნიტანას დირექტორი), მის იდეებზე, ასე რომ, რთული მატჩი […]
კვარაცხელია ძირითადში | ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა
მიმდინარე სეზონში, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარის ყურადრება სერია A-ზე განსაკუთრებით იქნება გამახვილებული და ეს არცაა უცნაური. უკვე ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში უკანასკნელად ითამაშა, თანაც ხვიჩა კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრად უკვე მოიაზრება. იტალიაში კვარაცხელიას პოტენციალითა და წინასასეზონო პერიოდში ნაჩვენები შესანიშნავი ასპარეზობით კმაყოფილები არიან. მასზე დადებითად ისაუბრეს ფაბიო კაპელომ და “ნაპოლის” […]
სარი: ,,სპალეტი მეფე გახდება”
რომის ,,ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ,,ნაპოლისთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც თავისთვის ცალკე სეზონს ატარებს და რომელმაც, მგონი, საკუთარ სტადიონზე 11 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ასე რომ, აქ მოგება ბევრს ნიშნავს. ყურადღების, ფოკუსირების, თავდადებისა და მონდომების თვალსაზრისით, მაღალი დონის შესრულება იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია. ჩვენი […]
სპალეტი: ,,დიდი სტიმული გვაქვს, მიმდინარე სეზონში ინტერის გარდა, ყველა გუნდი დავამარცხეთ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ინტერთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა. პრესკონფერენციაზე სპეციალისტმა უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ გუნდის დატოვებას აპირებს. ,,დიდი სტიმული გვაქვს. მიმდინარე სეზონში ,,ინტერის” გარდა ყველა გუნდი დავამარცხეთ, ამიტომ მოტივირებულები ვართ, რომ კარგად ვითამაშოთ. მაშინაც კი, როცა რამდენიმე ფეხბურთელი სხვაზე წინაა, გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ კვარასა და ოსიმენის გარეშეც მოვიგეთ, რაც იმას ნიშნავს, […]
სპალეტი: “ვამაყობ რომ ასეთი ბიჭების მწვრთნელი ვარ…”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა. “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა – ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა. “ვფიქრობ, რომ პლეი-ოფში გასვლა დავიმსახურეთ. მე ვამაყობ ამ გუნდით […]