სპალეტი: “დიბალა არ გამოვიდა, მაგრამ მაინც ნაყოფიერად ვიმუშავებთ – კვარაცხელია დავიმატეთ”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პაულო დიბალას არშემდგარ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. “ნაპოლი” მართლაც ეცადა პაულო დიბალას დამატებას, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ნაყოფიერი ფანჯარა გვქონდა, რადგან ამ პერიოდში დავიმატეთ კიმი და კვარაცხელია, მათ საკუთარი შესაძლებლობები ისე წარმოაჩინეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვნები გახდნენ”, – თქვა 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა. ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისურით […]
იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ლუჩიანო სპალეტის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ პოტენციურ კანდიდატად “ატალანტას” ხელმძღვანელი, ჯან პიერო გასპერინი გამოიკვეთა. “ჟურნალისტ ჩირო ვენარატოს პოსტის მიხედვით, “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ბერგამოს “ატალანტას” ამჟამინდელი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი გახდეს. წყაროს ინფორმაციით, გასპერინი “ნაპოლისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. იმავდროულად, “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი, ივან იურიჩი “ატალანტას” უხელმძღვანელებს. ცოტა […]
სპალეტი: “დღევანდელ მატჩში ჩვენი დნმ გამოჩნდა…”
სერია ა-ს მე-18 ტურში ლიდერების დაპირისპირება შედგა. პირველადგილოსანმა “ნაპოლიმ”, “დიეგო არმანდო მარადონას” სახელობის სტადიონზე, მეორეადგილოსან “იუვენტუსს” უმასპინძლა და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (5:1). საოცარი მატჩი ჰქონდა ქართველ შემტევს – ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც “იუვენტუსის” წინააღმდეგ თავი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. “იუვენტუსის” განადგურების შემდეგ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და დღევანდელი მატჩი შეაფასა “ნაპოლის” მთავარმა […]
კვარას და სხვა ლიდერების გარეშე? – სპალეტი წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას გეგმავს
პრესტიჟული იტალიური საფეხბურთო გამოცემები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “მილანთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის წინ, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი გუნდის ლიდერების დასვენებას აპირებს. როგორც gazzetta dello sport-ი წერს, იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში, “ვერონასთან” გასამართ შეხვედრაში 64 წლის სპეციალისტი გუნდის რამდენიმე ლიდერის, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას და სტანისლავ ლობოტკას დასვენებას აპირებს. “იქიდან […]
“ემპოლისთან გამარჯვება მნიშვნელოვანია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს” – ლუჩიანო სპალეტი
ხვალ “ნაპოლი” სერია ა-ს ეგიდით მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც “ემპოლის” დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც. ტრადიციულად, მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა ლუჩიანო სპალეტიმ, სადაც ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” ბოლო ორი შეხვედრა გასვლაზე ჩაატარა. “გუნდმა ამ კვირაში მხოლოდ ერთი დღე დაისვნა. ფრანკფურტიდან ჩამოსვლის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ. სამწვრთნელო შტაბში მყავს სპეციალისტები, რომლებიც დეტალურ […]
რატომ მოხვდნენ ტრავმირებული რუი და პოლიტანო ნაპოლის განაცხადში?
სეზონის და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელშიც “ნაპოლი” “უდინეზეს” სტუმრად დაუპირისპირდება და მესამე სკუდეტოს გაფორმებას შეეცდება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრავმირებული ფეხბურთელები, მარიო რუი და მატეო პოლიტანო განაცხადში შეიყვანა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სპალეტის სურს ორივე ფეხბურთელმა, რომელმაც ამ შთამბეჭდავ სეზონში თავისი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვერ მოახერხებენ, განაცხადში იყვნენ და […]
ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიაზე: “ეს ბიჭი ბრწყინვალეა”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ის ეთერში ისაუბრა. “სპალეტი გენიოსიაა. მან დაკარგა კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, ოსპინა, ფაბიან რუისი, რომელსაც თამაში აღარ უნდა და მერეტი, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ფონზე მე არ მესმის, როგორ აიძულებს სპალეტი გუნდს ასე კარგად თამაშს. წელს “ნაპოლი” არის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტრიგებს. […]
“რამ განაპირობა ნაპოლის აღორძინება” – 433-ის პოდკასტი
433-ის პოპულარული პოდკასტის ახალი ეპიზოდი, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ გამოქვეყნდა, სრულიად “ნაპოლის” ეთმობა. 25-წუთიან პოდკასტში საუბარია “პარტენოპეის” წარმატებაზე და იმ მიზეზებზე, რამაც “ნაპოლის” აღორძინება განაპირობა. პოდკასტის ავტორი საფეხბურთო სამყაროში მოღვაწე 5 განსხვავებულ ადამიანს ესაუბრა და ნეაპოლიტანური კლუბის წარმატების მიზეზი ჰკითხა. კვარაცხელია: “თავისუფლება ჩემი ხელწერაა” | სტატია New York Times-ში კარლო ანჩელოტი: “ხვიჩა კვარაცხელია დიდი […]
ნაპოლი ლუჩიანო სპალეტის კომპენსაციის გარეშე გაუშვებს
ის, რომ ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლის” 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. ამავე დროს, აურელიო დე ლაურენტისი ახალი მთავარი მწვრთნელის და სპორტული დირექტორის დამატებაზე აქტიურად მუშაობს. პარალელურად, იტალიელ სპეციალისტსა და კლუბს შორის თანამშრომლობის დასრულების პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს. იტალიური მედია, კონკრეტულად კი ნეაპოლური Il Mattino ავრცელებს უახლეს ინფორმაციას, რომ სპალეტის, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლამდე […]
ლუჩიანო სპალეტი: “თამაშზე კონტროლი ვერ ავიღეთ – ეს დიდი იმედგაცრუებაა”
იტალიის თასის 1/8-ფინალში “ნაპოლისა” და “კრემონეზეს” დაპირისპირებაში, ძირითადი და დამატებითი ტაიმების ფრედ დასრულების (2:2) შემდეგ, გადამწყვეტი პენალტების სერია აღმოჩნდა, სადაც კრემონელებმა – 5:4 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. გამარჯვებული გუნდის განაცხადში ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის გამო არ ყოფილა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მასპინძლებს გაციების გამო ვერ დაეხმარა. მატჩის შემდეგ, ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ […]
“კვარას დასვენებას არ გამოვრიცხავ” – სპალეტი
15 აპრილს, 20:00 საათზე, სერია A-ს ეგიდით გასამართ შეხვედრაში “ნაპოლისა” და “ვერონას” დაპირისპირება შედგება. საჩემპიონო გზაზე სპალეტის გუნდი მორიგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რათა სკუდეტოს ნანატრ ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს. “ვერონასთან” მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა როტაციას მიმართოს და რამდენიმე ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე დასვას. “გრაფიკის სიმჭიდროვიდან გამომდინარე სიფრთხილე გვმართებს. როტაცია აუცილებელია – ვერ […]