Gazzetta dello Sport: “კვარაცხელია სტანდარტებს ანგრევს, ის მენტალურად გამარჯვებულია”
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული მედია-საშუალება Gazzetta dello Sport-ი ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც ქართველ ამომავალ ვარსკვლავს სხვადასხვა ასპექტში განიხილავს. “ჩვენ გვყავს 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხასიათით და მენტალობით არაფრის დათმობას არაა მიჩვეული. სიარულის მანერა, ჩამოშვებული წინდები, წვივები დამცავის გარეშე, თითქოს ეს ყველაფერი მეტოქეს გამოწვევას უმზადებს. მოდით “ტორინოს” წინააღმდეგ მის […]
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლისა” და “სალერნიტანას” შორის ფრედ (1:1) დასრულებული კამპანიური დერბის შემდეგ, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელ, ლუჩიანო სპალეტისთან დამშვიდობება არ ისურვა. “ნაპოლის” წვეულება გადაიდო და 33-წლიანი ლოდინის დასრულება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იგეგმება, მაგრამ გულშემატკივრების მოსაწყენი და დაბნეული მზერა, რომლებიც ტოვებდნენ მარადონას სტადიონს, კარგად მეტყველებს იმედგაცრუებაზე […]
La Gazzeta Dello Sport: ნეაპოლს ახალი KK აღაფრთოვანებს, ოღონდ ეს კალიდუ კულიბალი არ არის
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრას გამოეხმაურა და მას საინტერესო სათაური მიუძღვნა. “ნეაპოლელ გულშემატკივრებს ახალი KK აღაფრთოვანებს, ოღონდ ეს კალიდუ კულიბალი არ არის. 2001 წელს დაბადებულმა ქართველმა ტალანტმა ძალიან კარგად დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაში შესრულებული დუბლის გარდა, კვარა მოედანზე სხვა კუთხითაც ძალიან კარგი იყო. იგი ასევე […]
ამ სეზონის ტრიუმფამდე მოგებული ბოლო და ისტორიაში რიგით მეორე სკუდეტოს, 1990 წლის ჩემპიონობის მომტანმა ერთ-ერთმა მთავარმა ადამიანმა, “ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ბიგონიმ ნეაპოლელთა მესამე ჩემპიონობაზე ისაუბრა. “ლუჩიანო სპალეტიმ და მისმა “ნაპოლიმ” ისეთ მიღწევას მიაღწიეს, რომელსაც ისევე დაიმახსოვრებენ, როგორც ჩვენ გამარჯვებას. მე ვხედავ მსგავსებას ამ ორ გუნდს შორის: მაგალითად სულისკვეთება და საერთო საქმისთვის თავგანწირვის სურვილი. ბევრს ეგონა, რომ […]
ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიაზე: “ეს ბიჭი ბრწყინვალეა”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Bobo TV-ის ეთერში ისაუბრა. “სპალეტი გენიოსიაა. მან დაკარგა კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, ოსპინა, ფაბიან რუისი, რომელსაც თამაში აღარ უნდა და მერეტი, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის ფონზე მე არ მესმის, როგორ აიძულებს სპალეტი გუნდს ასე კარგად თამაშს. წელს “ნაპოლი” არის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტრიგებს. […]
ვინ შეცვლის სპალეტის? – დე ლაურენტისი ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა
იტალიური მედიის ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან დაკავშირებას და მისთვის ლუჩიანო სპალეტის შემცვლელობის შეთავაზებას აპირებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ხელმძღვანელობა კი მისი შემცვლელის მოძიებაზე მუშაობს. გავრცელდა სხვადასხვა პოტენციური კანდიდატის ვინაობა, ახლა კი ირკვევა, რომ […]
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, “ნაპოლის” და მისი შესანიშნავი სათამაშო სტილისა და ფორმის შესახებ ისაუბრა. “ახლა მხოლოდ “ნაპოლის” მატჩებს ვუყურებ, რომელიც იტალიასა და ევროპაში ერთობა და ეს ყველაფერი ლუჩიანო სპალეტის დამსახურებით ხდება. დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის სიტყვა “სიურპრიზი”. ის, რომ “ნაპოლი” ევროპის მასშტაბით მხიარულ განწყობაზეა, ეს მთლიანად სპალეტის დამსახურებაა. სპალეტისგან, […]
მას შემდეგ, რაც 33-წლიანი პაუზა დასრულდა და “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოგება “უდინეზესთან” სტუმრად ნათამაშები ფრის მეშვეობით (1:1) გააოფიციალურა, იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლუჩიანო სპალეტი დატოვებს. როგორც ირკვევა, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება აურელიო დე ლაურენტისისსა და მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა იმ […]
იტალიელი კომენტატორი: “კვარას შეჩერება ნაპოლის გაჩერებას ნიშნავს”
იტალიელმა საფეხბურთო კომენტატორმა ანტონიო კორბომ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში “მილანის” მიერ “ნაპოლის” ოთხი უპასუხო გოლით დამარცხების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი გააკრიტიკა და მას რჩევები მისცა. “მენტალური თვალსაზრისით, “ნაპოლი” ყოველთვის კარგად რეაგირებდა მარცხზე? როდესაც ისინი დიდ შეცდომას უშვებენ ისეთ გუნდთან, როგორიც “მილანია”, რომელსაც შეუძლია მაქსიმუმი გაიღოს, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ იმედი აქვთ. […]
იტალიური მედია: “კვარაცხელია ინსინიეს ევოლუციაა, მისი თამაშის სტილი ზუსტად ისაა, რაც სპალეტის სურს”
იტალიური, კერძოდ კი სამხრეთიტალიური გამოცემები “ნაპოლის” მომავალზე საუბრობენ და სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში გუნდის სხვადასხვა ნიუანსებს განიხილავენ, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველოს ნაკრების ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებენ. “ლუჩანო სპალეტი სრულიად ახალი გუნდით თამაშს იწყებს, მაგრამ სული უცვლელია. რა თქმა უნდა, გასულ სეზონში მთავარი სათამაშო სქემა იყო 4-2-3-1, ახლა კი როგორც ჩანს ეს 4-3-3 იქნება. “ნაპოლის” ახალი […]
იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ლუჩიანო სპალეტის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ პოტენციურ კანდიდატად “ატალანტას” ხელმძღვანელი, ჯან პიერო გასპერინი გამოიკვეთა. “ჟურნალისტ ჩირო ვენარატოს პოსტის მიხედვით, “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ბერგამოს “ატალანტას” ამჟამინდელი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი გახდეს. წყაროს ინფორმაციით, გასპერინი “ნაპოლისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. იმავდროულად, “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი, ივან იურიჩი “ატალანტას” უხელმძღვანელებს. ცოტა […]
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო კარიერაში, შემდეგ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლის” დატოვებს და ეს ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, მედიამ უკვე დაიწყო საუბარი იტალიელი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების შესახებაც. აქამდე, კანდიდატთა შორის რამდენიმე სპეციალისტის სახელმა […]