იტალიურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლუჩიანო სპალეტი სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოზიციას დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება corrieredellosport.it-ი საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალი საწვრთნელი ბაზის პრეზენტაციას სპალეტი არ დაესწრება. “ეს არის თავსატეხი და უნდა დასრულდეს დაკარგული ნაწილებით: დღეს დილით კიდევ ერთი, შეიძლება დამთხვევა ან შეიძლება არც, მინიშნება […]
მას შემდეგ, რაც 33-წლიანი პაუზა დასრულდა და “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოგება “უდინეზესთან” სტუმრად ნათამაშები ფრის მეშვეობით (1:1) გააოფიციალურა, იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლუჩიანო სპალეტი დატოვებს. როგორც ირკვევა, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება აურელიო დე ლაურენტისისსა და მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა იმ […]
სპალეტი: ,,ჩემპიონობის სამი წესი – ვნებით სავსე ქალაქი, ფანტასტიკური ფეხბურთელები და ძლიერი ბედისწერა”
,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი, იტალიის სერია A-ს მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ,,ჩემპიონობის სამი წესი: ვნებით სავსე ქალაქი, ფანტასტიკური ფეხბურთელები და ძლიერი ბედისწერა! მადლობა, ბიჭებო! მადლობა, ნეაპოლო!” – წერს იტალიელი ინსტაგრამის პირად გვერდზე. სერია A-ს 33-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,უდინეზესთან” ფრედ ითამაშა და იტალიის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს კვირას, 7 მაისს, ,,ფიორენტინასთან” შინ […]
ამ სეზონის ტრიუმფამდე მოგებული ბოლო და ისტორიაში რიგით მეორე სკუდეტოს, 1990 წლის ჩემპიონობის მომტანმა ერთ-ერთმა მთავარმა ადამიანმა, “ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ბიგონიმ ნეაპოლელთა მესამე ჩემპიონობაზე ისაუბრა. “ლუჩიანო სპალეტიმ და მისმა “ნაპოლიმ” ისეთ მიღწევას მიაღწიეს, რომელსაც ისევე დაიმახსოვრებენ, როგორც ჩვენ გამარჯვებას. მე ვხედავ მსგავსებას ამ ორ გუნდს შორის: მაგალითად სულისკვეთება და საერთო საქმისთვის თავგანწირვის სურვილი. ბევრს ეგონა, რომ […]
ლუჩიანო სპალეტი: “ნეაპოლო ეს შენთვისაა”
ცოტა ხნის წინ დასრულდა “ნაპოლისა” და “უდინეზეს” შეხვედრა, რომელშიც ფრე დაფიქსრიდა. აღნიშნული შედეგი საკმარისი იყო იმისათვის, რომ სპალეტის გუნდს ჩემპიონობა გაენაღდებინა. მატჩის დასრულების შემდეგ, სწორედ ამაზე ისაუბრა იტალიელმა თავკაცმა. “ვზეიმობ თუ არა? ის ხალხი, რომელიც ბევრს მუშაობს, ჩემს მსგავსად, გამარჯვებებითაც კი ბოლომდე ვერ ტკბებიან. ბედნიერება წარმავალი რამაა. ფეხბურთელები იზეიმებენ, მაგრამ მე უნდა ვიმუშაო. ნეაპოლელი ხალხის […]
რატომ მოხვდნენ ტრავმირებული რუი და პოლიტანო ნაპოლის განაცხადში?
სეზონის და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელშიც “ნაპოლი” “უდინეზეს” სტუმრად დაუპირისპირდება და მესამე სკუდეტოს გაფორმებას შეეცდება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრავმირებული ფეხბურთელები, მარიო რუი და მატეო პოლიტანო განაცხადში შეიყვანა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სპალეტის სურს ორივე ფეხბურთელმა, რომელმაც ამ შთამბეჭდავ სეზონში თავისი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვერ მოახერხებენ, განაცხადში იყვნენ და […]
ლუჩიანო სპალეტი: “ხვიჩა კვარაცხელია ლაღი და ტოპ ფეხბურთელია “
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ “უდინეზეს” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საინტერესო თემის, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “უდინე მნიშვნელოვანი ეტაპია თუ არა ჩემს კარიერაში? მე მყავს ბევრი ადამიანი, ვისთანაც ემოციურად ვარ მიჯაჭვული. ჩემს კარიერაში რამდენიმე წელი გავატარე ისეთ ადგილებში, როგორიცაა უდინე, რომი, ემპოლი და სანკტ-პეტერბურგი. […]
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლისა” და “სალერნიტანას” შორის ფრედ (1:1) დასრულებული კამპანიური დერბის შემდეგ, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელ, ლუჩიანო სპალეტისთან დამშვიდობება არ ისურვა. “ნაპოლის” წვეულება გადაიდო და 33-წლიანი ლოდინის დასრულება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იგეგმება, მაგრამ გულშემატკივრების მოსაწყენი და დაბნეული მზერა, რომლებიც ტოვებდნენ მარადონას სტადიონს, კარგად მეტყველებს იმედგაცრუებაზე […]
სპალეტი: ,,ზეიმი ცოტა ხნით გადაიდო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ 2 ქულას მოვიპოვებთ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა: ,,გვინდოდა, რომ გამარჯვების გოლი ჩვენი გულშემატკივრების გამო გაგვეტანა. რაც შემეხება მე, ეს ჩემთვის მხოლოდ სიამოვნების გახანგრძლივებაა, რადგან ვერ ვიტყვი, რომ ცხრილის სათავეში ყოფნით თავს არაკომფორტულად ვგრძნობ… უბრალოდ, ზეიმი ცოტა ხნით გადაიდო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ 2 ქულას მოვიპოვებთ. თუ ,,ნაპოლი” ჩემპიონი გახდება, ყველას, ვისაც სპორტის […]
სპალეტი: ,,თუ ეს მატჩი რაღაცებს გადაწყვეტს, თამაშის შემდეგ ქცევით და გართობით უნდა მოვიგოთ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,პაულო სოუზა (სალერნიტანას მწვრთნელი) სასიამოვნო, კულტურული ადამიანია, რომელსაც შვიდ თუ რვა ქვეყანაში უმუშავია. მას საფეხბურთო კულტურა აქვს და იცის, რისი გაკეთება სურს გუნდთან ერთად. ვიცნობ მორგან დე სანტისს, ვიცი მისი პროფესიონალიზმისა და დონის შესახებ. ყველა კარგად ლაპარაკობს იერვოლინოზე (სალერნიტანას დირექტორი), მის იდეებზე, ასე რომ, რთული მატჩი […]
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,იუვენტუსთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,როდესაც ასეთ მეტოქესთან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას იგებ და სეზონის ფინალთან ასე ახლოს ხარ, ეს ტრიუმფისკენ მიმავალ გზაზე ბოლო ნაბიჯებია. ასე რომ, ფეხბურთელების ზეიმი ბუნებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გოლი დამატებით დროში გავიტანეთ. თუმცა, შამპანურის გახსნას ნუ ვიჩქარებთ, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა. გუნდს მივულოცე, რადგან მათ კარგად ითამაშეს […]
სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას მედიის კრიტიკისგან იცავს
როგორც უკვე იცით, გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების პირველი ეტაპი დასრულდა, სადაც “ნაპოლიმ” “მილანის” წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პირველად გავიდნენ. შეხვედრა სპალეტის გუნდისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო. 22-წუთზე “მილანს” წინ გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა, მერეტმა ჟირუს პენალტი აუღო. საბოლოოდ, ფრანგმა 43-ე წუთზე მაინც შეძლო […]