გუშინ C ჯგუფში ბოლო შეხვედრები გაიმართა. აღნიშნული მატჩები ყველა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან აქ წყდებოდა, თუ ვინ ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში. იმისათვის, რომ მექსიკა პლეი-ოფში გასულიყო, საუდის არაბეთის ნაკრები სამბურთიანი უპირატესობით უნდა დაემარცხებინა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან მარტინოს გაწვრთნილი გუნდი 52-ე წუთისთვის, უკვე ორი ბურთით იგებდა. მეორე გოლის ავტორი ლუის ჩავესი გახდა, რომელმაც […]