ლუის ენრიკეს 9 წლის შვილი გარდაიცვალა
კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს, 9 წლის ქალიშვილი, ხანა მარტინესი, ძვლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალების შესახებ ლუის ენრიკემ საკუთარ “Twitter”-ის გვერდზე დაწერა: “ჩვენ ძალიან მოგვენატრები და მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრები, იმ იმედით, რომ მომავალში ჩვენ კვლავ შევხვდებით. შენ ის მანათობელი ვარსკვლავი იქნები, რომელიც ჩვენს ოჯახს წინ გაუძღვება,” დაწერა Twitter-ზე […]
ლუის ენრიკე: “თუ კვარაცხელია პროგრესს გააგრძელებს, დიდ გუნდში ითამაშებს”
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უპასპინძლა. დიდხნიანი შესვენების შემდეგ, სტადიონზე, სოციალური დისტანცირების წესის დაცვით მსხდომმა გულშემატკივარმა ნამდვილი დრამა იხილა – საქართველოს ნაკრების 92-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანელთა ხელმძღვანელმა, ლუის ენრიკემ, განვლილი მატჩი შეაფასა. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად თამაშობდა და აშკარაა, რომ ეს გუნდი მატჩიდან მატჩამდე იზრდება. პირველი […]
ლეო მესის სტატისტიკა ბარსელონაში ყველა მწვრთნელის ხელმძღვანელობით
“ბარსელონას” თილისმა ლიონელ მესი საკლუბო დონეზე მეშვიდე მთავარ მწვრთნელთან მუშაობას იწყებს. იმ 14 წლის განმავლობაში, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ბლაუგრანას ძირითად შემადგენლობაში გაატარა, იყო როგორც აღმასვლისა და მწვერვალზე ყოფნის პერიოდები, ისე ჩავარდნილი სეზონები. ვიდრე კიკე სეტიენი “ბლაუგრანას” პირველ მატჩში უხელმძღვანელებდეს, საინტერესო იქნება გადავხედოთ, თუ კონკრეტულად რომელი მწვრთნელის ხელში რა წარმატებას მიაღწია არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. […]
ენრიკე ფერან ტორესზე: ,,მან ბევრი უნდა ისწავლოს, მაგალითად ის, რომ მეტოქეზე ასე არ ისაუბროს”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, პოლონეთთან მატჩის შემდეგ, ფერან ტორესის კომენტარზე ჰკითხეს, რომელმაც პოლონელებთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ესპანელი მცველები რობერტ ლევანდოვსკის შეჭამდნენ: ,,ფერან ტორესი ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მაგალითად, მან არ უნდა თქვას, რომ ჩვენი მცველები, ლევანდოვსკის შეჭამენ,” – ლუის ენრიკეს სიტყვებს პოლონელი ჟურნალისტი, პაველ ვილკოვსკი ციტირებს. ევროპის […]
ბუსკეტსი, მორატა და სხვები: საქართველოსთან მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ფურია როხას” 24-კაციანი განაცხადი დაასახელა. მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ნახევარფინალში ითამაშა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, 7 ცვლილება აქვს. გუნდში კვალვინდებურად არ არის მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი და ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ცენტრალური […]
საქართველო – ესპანეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მარტს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. უკვე ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი – საბა […]
ლუის ენრიკე: “იოლ გამარჯვებას არ ველოდები, თუმცა დინამო არენასთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს”
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საქართველოსთან გასამართი, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში, ქართველი და ესპანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “საქართველოს შესახებ განსაკუთრებით ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ. მათ ბოლო მატჩს ვუყურეთ და ვნახეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. წინა ტურში გამარჯვება ვერც საქართველომ მოახერხა და ვერც ჩვენ, ასე რომ, […]
ესპანეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ფურია როხას შესახებ უნდა ვიცოდეთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. ვილი სანიოლი თავის ახალ გუნდთან ერთად, სადებიუტო ქულების მოპოვებას ამჯერად “ფურია როხას” წინააღმდეგ შეეცდება. მისია ნამდვილად რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი, მითუმეტეს, რომ 5 წლის წინ, პირინეელებთან ბოლო შეხვედრისას, მართალია ამხანაგურად, თუმცა მაინც, მეტოქეს – 1:0 ვაჯობეთ. […]
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის
ესპანური მედიის ცნობით, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს ემშვიდობება – მთავარი მწვრთნელის პოსტს მისი ასისტენტი, რობერტ მორენო დაიკავებს. უკანასკნელი 3 მატჩის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებს რობერტ მორენოს უხელმძღვანელა – გუნდმა მალტასთან, ფარერებთან და შვედეთთან ითამაშა და სამივე მატჩი მოიგო. აღსანიშნავია რომ მორენოს აქამდე “რომაში,” “სელტასა” და “ბარსელონაში” სამწვრთნელო შტაბში აქვს ნამუშევარი, თუმცა მას მთავარი მწვრთნელის პოსტი არასოდეს […]
არსენალი ემერის შემცვლელად ლუის ენრიკეს მოიაზრებს
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის დრო ნელ-ნელა იწურება. გულშემატკივრები თვლიან , რომ ესპანელმა სპეციალისტმა თავი ამოწურა. უნაი ემერი “არსენალს” სათავეში 2018 წელს ჩაუდგა. მისი უპირველესი დავალება კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო , თუმცა მან ჯერ-ჯერობით ეს ვერ მოახერხა და სეზონიც ისე მიმდინაორებს , ლიგაზე მოხვედრის შანსი “მეთოფეებისთვის” საკმაოდ მცირეა. ლონდონელთა გულშემატკივრებს ემერის გათავისუფლება “ლესტერთან” მატჩამდე სურდათ. […]
კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა… მამარდაშვილი – ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი?
ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “დინამო თბილისიდან” ესპანურ “ვალენსიაში” აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, “რუსთავსა” და “ლოკომოტივში” განათხოვრებული კიპერი “დინამო თბილისიდან” “ღამურების” რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და […]