2019 წლის საუკეთესოები: ლიონელ მესი და ლუის ჰემილტონი
“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ და ფორმულა 1-ის პილოტმა ლუის ჰამილტონმა 2019 წლის Laureus-ის ჯილდო მოიგეს. პრიზი, რომელსაც სპორტულ ოსკარებს უწოდებენ, 2000 წელს დაარსდა და სხვადასხვა სახეობაში საუკეთესო ოსტატობის მქონე სპორტსმენებს გადაეცემა. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჯილდო ერთ წელიწადს ორ სხვადასხვა სპორტსმენს გადაეცა, სხვადასხვა დროს Laureus-ის წლის საუკეთესო ათლეტის წოდება ისეთ სპორტსმენებს მოუგიათ, როგორებიც ტაიგერ ვუდსი, […]
ვებერი: “ლუის ჰემილტონი უფრო სრულყოფილია ვიდრე შუმახერი”
მარკ ვებერმა ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო მრბოლელად დაასახელა. ყოფილმა ავსტრალიელმა სპორტსმენმა ის ლეგენდარულ მიხაელ შუმახერსაც კი შეადარა. “მერსედესის” პილოტი, 35 წლის ჰამილტონი, მომდევნო კვირას მელბურნში რეკორდულ, მე-7 ჩემპიონობას გეგმავს. მანამდე კი, ვებერი ასეთ განცხადებას აკეთებს. “ულაპარაკოდ, არანაირი კითხვები ამის შესახებ. ლუისი გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე შუმახერი. ვფიქრობ, რომ ჰამილტონმა ამ შედეგს ტექნიკურად ძალიან […]
ლუის ჰამილტონი: “მე მუშათა კლასიდან პირველი ჩემპიონი ვარ”
მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონმა და “მერსედესის” პილოტმა, ლუის ჰამილტონმა, საკუთარი წარმატებების შესახებ ისაუბრა. ბრიტანელმა ჩემპიონმა თქვა, რომ ის არ ფიქრობს ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის რეკორდის გამეორებაზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო შვიდჯერ გახდა. “არ მინდა, რომ ამ ფიქრებმა გამანადგუროს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, მაგრამ ყოველი ახალი სეზონი ნულიდან იწყება. უბრალოდ მსურს ფორმის მწვერვალზე ვიყო და მანქანა რაც შეიძლება […]
ავსტრიაში ფორმულა 1 განახლდა – პირველი ადგილი ფინელმა მბრბოლელმა დაიკავა
ფორმულა 1-ის შეფერხებული სეზონი, ავსტრიის ეტაპით დაიწყო. ახალი სეზონის სადებიუტო რბოლა ვალტერ ბოტასის გამარჯვებით დასრულდა, ფინელმა პილოტმა კვალიფიკაციის შედეგად მოპოვებული პირველი პოზიცია შეინარჩუნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მისი თანაგუნდელი, ლუის ჰემილტონი კი რბოლის ბოლოს დააჯარიმეს, ბრიტანელმა ვარსკვლავმა მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ბოტასთან ერთად პოდიუმზე მოხვდნენ შარლ ლეკლერი და ლანდო ნორისი. ნორისი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, […]
რა ავტომობილს მართავენ ფორმულა 1-ის მრბოლელები?
რომელ ავტომობილებზე აკეთებენ არჩევანს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბოლიდების პილოტები? პასუხს ამ სტატიაში გაიგებთ. ფორმულა 1-ის პილოტების სამსახურებრივი საქმიანობა ასეთია: სარბოლო გზაზე, ისინი 300 კმ/სთ-ით გადაადგილდებიან და ცდილობენ, რომ სხვა 19 მრბოლელს გადაასწრონ. როდესაც შენი ყოველდღიურობა ასეთია, ალბათ რთულია ისეთი ავტომობილი შეარჩიო, რომელიც შენს მოთხოვნილებებს ქალაქში გადაადგილებისას დააკმაყოფილებს. ლუის ჰამილტონი – Pagani Zonda 760 LH ფორმულა […]
F1-მა პიკეს სიტყვები დაგმო | ჰამილტონს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს
F1-მა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ნელსონ პიკეს სიტყვები დაგმო – ყოფილმა ბრაზილიელმა მრბოლელმა ლუის ჰემილტონი რასისტული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. 69 წლის ბრაზილიელმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 1981, 1983 და 1987 წლებში დაეუფლა, ჰამილტონი მოიხსენია სიტყვით neguinho, რომელიც რასობრივ ნიადაგზე, შეურაცხმყოფელ სიტყვად არის მიჩნეული. პიკეს ჰამილტონის მისამართით აღნიშნული სიტყვა მაშინ გამოიყენა, როდესაც იგი ერთ-ერთ პოდკასტში, გასული წლის […]