ვან გაალის პასუხი დი მარიას – “იმედია, ამის გამო 1/4-ფინალში საკადრის პასუხს გავცემ…”
რამდენიმე დღის წინ, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” ნახევარმცველმა – ანხელ დი მარიამ, მის კარიერაში ყველაზე “ცუდ” მწვრთნელზე ისაუბრა, სადაც ლუის ვან გაალი დაასახელა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ანხელ დი მარიამ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალის წინ ამის თქმა, სადაც არგენტინა სწორედ ლუის ვან გაალის გაწვრთნილ ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა – ლუის ვან გაალმა, […]
მემფის დეპაი: “მზად ვარ, თუმცა დიდი ალბათობით პირველ თამაშს არ ვითამაშებ…”
“ბარსელონასა” და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდმა – მემფის დეპაიმ, 2-თვიანი ტრავმის შემდეგ 2022 წლის მუნდიალისთვის პირველად ივარჯიშა. მემფის დეპაის 2 თვის განმავლობაში არ უთამაშია, რადგან მას ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით წავიდა და ლუის ვან გაალმა, 28 წლის თავდამსხმელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა მისცა. “ვარჯიშმა ძალიან […]
მუნდიალი 2022 | ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა ცნობილია!
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ნიდერლანდების ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ცნობილია. ლუის ვან გაალის გაწვრთნილი ნაკრები, ყატარში გასამართ მუნდიალზე, შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: მეკარეები: ჯუსტინ ბილოუ, ანდრიეს ნოპერი, რემკო პასვეერი. მცველები: ვირჯილ ვან დაიკი, ნათან აკე, დეილი ბლინდი, იურიენ ტიმბერი, დენზელ დუმფრისი, სტეფან დე ვრეი, მატიის დე ლიხტი, ტაირელ მალასია, ჯერემი ფრიმპონგი. ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი, სტივენ ბერგუისი, […]
ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ, სხივურმა თერაპიამ წარმატებით ჩაიარა. 3 აპრილს, 70 წლის სპეციალისტმა, მძიმე დიაგნოზის შესახებ სატელევიზიო ეთერში საჯაროდ ისაუბრა. RTP is a term you will https://clanchronicles.com/big-m-casino-myrtle-beach-south-carolina/ definitely come across when playing online slot games. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, […]
2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. იგი ლუის ვან გაალს ჩაანაცვლებს, რომელსაც პროსტატის კიბო დაუდგინდა. კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა. მან დიკ ადვოკაატი ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდი რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი 2019 წლის ერთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ევრო […]
Marca: “ტრავმების და კოვიდის შემდეგ, სილესენის მორიგი პრობლემა – გიორგი მამარდაშვილი”
მთავარი ესპანური სპორტული გამოცემა Marca ვალენსიაში მეკარის პოზიციაზე არსებული კონკურენციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ გამოცდილი ესპანელი გოლკიპერის, იასპერ სილესენის პირველ ნომრობას საფრთხე ემუქრება, რაშიც მთავარი მოქმედი პირი საქართველოს ნაკრების 21 წლის კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილია. “როცა იასპერ სილესენი “ვალენსიაში” “ბარსელონასთან” შემდგარი გაცვლის შემდეგ, ნეტოს შემცვლელად მოვიდა, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. ის მაშინ ოჩოტორენასგან (“ვალენსიას” მეკარეების […]
რამოსს რეალის შეთავაზება არ აკმაყოფილებს – მანჩესტერი ესპანელის დასამატებლად მზადაა
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტნის სერხიო რამოსის დამატებას შეეცდება. 34 წლის ესპანელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, შესაბამისად “წითელი ეშმაკები” ცენტრალური მცველის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეეცდებიან. ესპანეთის ნაკრების კაპიტანს ინგლისური გრანდი 2-წლიანი კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა არსებობს შანსი, რომ რამოსი “ბლანკოსების” შემადგენლობაშიც დარჩეს – “თეთრები” […]
მანჩესტერმა რომერო განაცხადში არ შეიყვანა და არც შეატყობინა – არგენტინელმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან გაიგო
“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2020/21 წლების სეზონის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის განაცხადი შეადგინა, რომელშიც სერხიო რომეროს ადგილი არ მოიძებნა. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ არგენტინელმა მეკარემ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელებმა საჭიროდ არ ჩათვალეს გოლკიპერისთვის ეცნობებინათ, რომ მას მთელი სეზონის განმავლობაში, მთავარ ტურნირებზე თამაში არ მოუწევდა. რომერო პრემიერლიგურ კლუბს 2015 წელს, იტალიური […]
“პსჟ-მ” სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნე აირჩია
მიმდინარე სეზონში, ინგლისელმა თავდამსხმელმა მარკოს რაშფორდმა ბოლოს და ბოლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა მოახერხა, რის მერეც ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. როგორც The independent-ი იუწყება, ყველაზე მეტად ნიჭიერი ახალგაზრდის თამაშით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია მოხიბლული. “პსჟ-ს” ხელმძღვანელობა 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებას მიმდინარე ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნადაც ისახავს. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ გუნდში აკადემიიდან 2016 […]
რუნი: “ვან გაალი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც მიმუშავია”
უეინ რუნის სერ ალექს ფერგიუსონი 9 წლის განმავლობაში წვრთნიდა – ფერგიუსონთან ერთად, რუნიმ პრემიერ ლიგა (5-ჯერ) და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამის მიუხედავად, ინგლისელი ფეხბურთელი თვლის, რომ საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც მას უმუშავია, ლუის ვან გაალია. “ვან გაალი უდავოდ საუკეთესოა, იგი საოცარი ტაქტიკოსია, რომელიც უმცირეს დეტალებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევს. მე მას უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან […]
ვან გაალი: “მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა თავის თავს უნდა დააბრალოს”
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუის ვან გაალმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და გააკრიტიკა.
ვან გაალი: “დი მარიამ პრემიერ ლიგას ვერ გაუძლო”
ანხელ დი მარიას განცხადებით, პრემიერ ლიგაში მისი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ლუის ვან გაალი იყო. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა არგენტინელს ღია პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ დი მარიამ პრემიერ ლიგას უბრალოდ ვერ გაუძლო. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ანხელ დი მარია “რეალისგან” 2014 წელს £59.7 მილიონად შეიძინა, რაც იმ დროს პრემიერ ლიგის რეკორდს წარმოადგენდა. დი მარიაზე გუნდი უდიდეს იმედებს ამყარებდა, თუმცა […]