ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
“სარბიელის” მიერ ორგანიზებული საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შედეგები ცნობილი გახდა. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად, ცხადია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. 22 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს […]
რამაზ სვანაძე: “საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს – ლუკა გაგნიძეს ამ თემაზე ვესაუბრეთ”
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სექტემბრის თვეში გასამართი ორი ამხანაგური მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა და დასახელებულ შემადგენლობაზე ისაუბრა. “დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი რაც ჩვენ ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა ამავე დროს საინტერესო თამაში გველოდება, პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების […]
“რაკუვში გაგნიძის დაბრუნება სურთ” – პოლონური მედია ქართველ ნახევარმცველზე საუბრობს
FIFA-ს მიერ 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატებში თამაშობენ, კონტრაქტის შეჩერება 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ეს შანსს აძლევს იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებთან კონტრაქტს ფლობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონური მედია სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველი, ლუკა […]
მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგაიზაციამ რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და მომუშავე მწვრთნელებს ნება ადართო თავიანთი კლუბები 2023 წლის 30 ივნისამდე დატოვონ. აღნიშნული რეგულაცია პირველ ეტაპზე 2022 წლის 30 ივნისამდე იქნა მიღებული, თუმცა ახლა FIFA-მ დადგენილება 1 წლით გაახანგრძლივა. ეს რეგულაცია დადებითად იმოქმედებს იმ ქართველ ფეხბურთელებზე და მათ კარიერულ მომავალზე, რომლებსაც რუსულ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ და […]
ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში დაბრუნდა
საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე მოსკოვის “დინამოში” დაბრუნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი ნახევარმცველი რუსულ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა იგი კლუბში. FIFA-მ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს კონტრაქტის 1 წლით გაწყვეტის უფლება მისცა “დინამო თბილისის” აღზრდილმა ფეხბურთელმა 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული სანქციების შემდეგ, რუსული კლუბიდან […]
ქართველი ლეგიონერები, ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე პოლონეთის თასის გამარჯვებულები გახდნენ. პოლონეთის თასის ფინალში, რომელიც 2 მაისს, ვარშავაში, ნაციონალურ სტადიონზე გაიმართა, ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის “რაკოვი” ნიკა კვეკვესკირის პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდა და ანგარიშით – 3:1 იმარჯვა. არცერთი ქართველი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა. ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 84-ე წუთზე შემოვიდა, ვაკო გვილია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, […]
ქართული ფინალი პოლონეთის თასზე – ლეგიონერების მორიგი ტიტული
პოლონეთში, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს, ქვეყნის თასის გათამაშების ფინალიც ქართული შეგდება და მასში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი დაუპირისპირდება. ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანმა” “გრუდზიაზი” – 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ვაკო გვილიასა და 19-წლამდე ნაკრების კაპიტნის, ლუკა გაგნიძის “რაკოვს” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ “ლეგიას” 1:0 აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. […]
ლუკა გაგნიძემ კარიერა შესაძლოა პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელოს
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, ლუკა გაგნიძემ, შესაძლოა საკლუბო კარიერა პოლონეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი ვაკო გვილიას “რაკოვში” გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება, კერძოდ კი მას საფეხბურთო გვერდი Geo Team-ი ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია Live.ge-მ 19 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტთან გადაამოწმა, ირაკლი ლილუაშვილმა კი გვითხრა, რომ სააგენტო Bene Sport-ი დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს. “დინამო თბილისის” აღზრდილი […]
საქართველოს U21 ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ ცნობილია
საქართველოსა და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს 16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, ამხანაგურად დაუპირისპირდებიან. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი მამამრდაშილი – გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი გაგუა. მატჩი 18:00 […]
ეროვნული ლიგა: XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში რამდენიმე ისეთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები და პრინციპული მეტოქეები დაუპირისპირდნენ, რამაც სატურნირო ცხრილში საინტერესო ცვლილებებიც შემოგვთავაზა. ტური ფოთში, ქობულეთის “შუქურასა” და “დინამო ბათუმის” შეხვედრით გაიხსნა. აჭარული დერბი, საკმაოდ მძიმე თამაშის ფონზე წარიმართა, რომელშიც გამარჯვებული ბათუმელები გამოვიდნენ და საჩემპიონო მარათონში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლები თორნიკე […]
ოფიციალურად: ლუკა გაგნიძე ურალის ფეხბურთელია
ლუკა გაგნიძე იჯარით კარიერას “ურალში” გააგრძელებს. რუსულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, 18 წლის ქართველი ფეხბურთელი “ურალში” 1 სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც ის “დინამო მოსკოვს” დაუბრუნდება. აქვე შეგახსენებთ, რომ გაგნიძე სულ ცოტა ხნის წინ “დინამო თბილისიდან” მოსკოვურ გუნდში 1,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლუკა ეკატერინბურგის გუნდში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაუშვეს. რაც შეეხება “ურალს”, გასული […]