“ამ ტრანსფერზე უარს უბრალოდ ვერ ვიტყვი” – ლოჩოშვილი სერია A-ში ითამაშებს
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად გაწვდიდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებდა, რასაც იტალიური და ავსტრიული სპორტული გამოცემებიც ადასტურებდნენ. ამჯერად, 24 წლის უკანახაზელისა და “ვერონას” შორის პოტენციური და თითქმის გადაწყვეტილი თანამშრომლობის შესახებ ცნობას ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, “ვოლფსბერგერის” პრეზიდენტი, დიტმარ რიგლერი ადასტურებს. “ამ ტრანსფერზე და შეთავაზებულ თანხაზე უარს ნამდვილად […]
“დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ” – ლუკა ლოჩოშვილი
იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში “მილანმა” “კრემონეზეს” უმასპინძლა. “სან სიროზე” გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. სტუმართა შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი გაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა. 24 წლის ფეხბურთელმა Sofascore.com-ისგან 6,7-ქულიანი, Whoscored.com-ისგან 6,75-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლოჩოშვილმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და იმედგაცრუება ვერ დამალა. ქართველი მცველი მიიჩნევს, რომ “კრემონეზე” უკეთეს შედეგს […]
“კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია, რომელიც დიდებულ გუნდში თამაშობს” – ლუკა ლოჩოშვილი
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში, ქართული დაპირისპირება შედგება, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ავსტრიიდან იტალიაში გადასული ლოჩოშვილი “კრემონეზეს” ძირითად შემადგენლობაში თანდათან იმკვიდრებს თავს და ელიტაში ახლადაღზევებული კლუბის დაცვას აძლიერებს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ფენომენალური ასპარეზობით შეძლო და სრულიად მსოფლიო აალაპარაკა. “ეს შესაძლებელია” – ლივერპულს კვარაცხელიას შეძენას ურჩევენ ნაპოლის ფეხბურთელების ხელფასები | კვარა […]
“მაკგრეგორი სპარინგ-პარტნიორს ეძებს,” – ლოჩოშვილს წითელი ბარათის გამო აკრიტიკებენ
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში “ვოლფსბერგი” შინ “რაპიდთან” 1:8 განადგურდა. მატჩის 23-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო მასპინძელთა ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა. 22 წლის ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ძალიან უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა. ლუკა ავსტრიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ იანკომ გააკრიტიკა. ის ფიქრობს, რომ ქართველმა წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო. “როგორც ვიცი, კონორ მაკგრეგორი ახლა […]
“ნაკრები არაფერ შუაშია, ბოლო მატჩებში უთამაშებლობის შემდეგ, ყველა ემოცია ერთად გამოვხატე” – ლოჩოშვილის კომენტარი აუსტრიასთან გოლის შემდეგ
ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, “ვოლფსბერგერმა” ვენის “აუსტრია” 5:3 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი ლუკა ლოჩოშვილმაც შეიტანა, რომელმაც მე-14 წუთზე, მეტოქის კარი აიღო და ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრის კიდევ ერთი გამორეული ეპიზოდი გოლის აღნიშვნა იყო, რომელმაც გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით, 23 წლის ცენტრალურ მცველს Live.ge ავსტრიაში დაუკავშირდა და […]
“საუკეთესო მცველი” – ლოჩოშვილი რჩეულთა შორის დასახელდა
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, calciocremonese.it-მა “კრემონეზეს” ფეხბურთელები შეაფასა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ ლუკა ლოჩოშვილმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და რჩეულთა შორის დასახელდა. calciocremonese.it-მა, ლუკა ლოჩოშვილის სეზონი 7 ქულით შეაფასა და მცველებს შორის უმაღლესი შეფასება დაუწერა. “ქართველი მცველებს შორის საუკეთესოა: მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყოველთვის მონდომებული – ყურადღებიანი იყო […]
“უიმედო სიტუაციაშიც კი ბოლომდე იბრძოდა” – იტალიური პრესა ლოჩოშვილზე
იტალიის თასის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ფიორენტინასა” და “კრემონეზეს” დაპირისპირება შედგა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და იტალიური პრესისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. სტატისტიკურმა ვებგვერდებმა ლოჩოშვილი 7.2 ქულით შეაფასეს. ერთ-ერთმა იტალიურმა სპორტულმა გამომცემლობამ კი ქართველი მცველის თამაში შემდეგი სიტყვებით აღწერა: “პირველ ტაიმში ლოჩოშვილი ბრწყინვალედ თამაშობდა. არტურ კაბრალს იდეალურად მეურვეობდა და ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოდა. ლოჩოშვილი […]
“ყოველთვის ამ მიზნის მისაღწევად ვშრომობდი, ნაკრები მთავარი მოტივაციაა” – გურამ გიორბელიძის ემოციები ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგ
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის მიერ პირველად შედგენილ განაცხადში რამდენიმე ახალწვეულია, მათ შორის ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე, რომელმაც ამ სიახლის შემდეგ პირველი კომენტარი Live.ge-სთან გააკეთა. “ნაკრებში მოხვედრა ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. სულ ამისთვის ვშრომობდი, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი […]
,,დიდებული მატჩი ჩაატარა” – ევროსპორტი ლოჩოშვილზე
სერია A-ს მე-12 ტურში ,,კრემონეზემ” ,,უდინეზეს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც მოედანზე 85 წუთი გაატარა. ევროსპორტმა ქართველი მცველის თამაში 6.5 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი შეფასება იყო (ამდენივე ვებგვერდმა კიდევ ექვს ფეხბურთელს დაუწერა). ,,დიდებული მატჩი ჩაატარა. იყო ხისტი, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა,” – წერს ევროსპორტი. […]
1:8 ორი მატჩის ჯამში ტოტენჰემთან – ლოჩოშვილის და გიორბელიძის გუნდი ევროპის ლიგას გამოეთიშა
ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ლონდონში, “ტოტენჰემი არენაზე” შედგა, რომელშიც მასპინძელმა გუნდმა “ვოლფსბერგერს” – 4:0 აჯობა. ტრადიციულად, ავსტრიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა პრემიერლიგური გრანდის წინააღმდეგ ჩატარებული დაპირისპირების ორივე რაუნდში მონაწილეობა მიიღო. ორი მატჩის ჯამში, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 8:1 […]
FIFA 22 – ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია
FIFA 22-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ცნობილია. ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ვიდეოთამაშში წელს 18 წარმომადგენელი გვეყოლება. FIFA 22-ში საუკეთესო ქართველი რეიტინგის მქონე ქართველი გიორგი მაკარიძეა. “ალმერიას” მეკარის მონაცემი 75-ია. მაკარიძის შემდგომ საბა ლობჟანიძე (72) მოდის. აღსანიშნავია, რომ “ჰათაისფორის” ფეხბურთელი ქართველებს შორის ყველაზე სწრაფია (88). გარდა ამისა, საბას სუსტი ფეხი მაქსიმალურ, 5 დონეზე აქვს. FIFA 22-ში ერთი ახალი […]
TuttoMercato – სერია ა-ს კლუბები ლუკა ლოჩოშვილს დააკვირდებიან!
წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრაში, “მილანისა” და “ვოლფსბერგერის” დაპირისპირება შედგება. მატჩი თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება. ქართველი გულშემატკივრისათვის ეს მატჩი იმითაცაა საინტერესო, რომ “ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი იასპარეზებს. გავლენიანი იტალიური მედია საშუალების TuttoMercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ვოლფსბერგერისა” და “მილანის” დაპირისპირებას სერია ა-ს ბინადარი 4 კლუბის სკაუტები დაესწრებიან. სკაუტების მატჩზე დასწრების მიზეზს, ლუკა ლოჩოშვილზე დაკვირვება წარმოადგენს. წყაროს მტკიცებით, […]