ევროპის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ვოლფსბერგერმა” მოსკოვის “ცსკა-ს” სტუმრად, რუსეთის დედაქალაქში – 1:0 აჯობა. გამარჯვებაში თავისი, საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც ავსტრიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. “დინამო თბილისის” აღზრდილმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა წამყვანი ევროპული სტატისტიკური ვებ-გვერდების მონაცემებით, 7.2 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, რა მაჩვენებლითაც, მას ორივე გუნდის შემადგენლობაში, მოედანზე მყოფი 31 მოთამაშიდან […]