ლუკა მოდრიჩმა არაბული კლუბისგან შეთავაზებულ დიდ ხელფასზე უარი თქვა
ლუკა მოდრიჩმა “რეალ მადრიდთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაანაგრძლივა. ხორვატი ნახევამცველი მადრიდულკლუბში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. მოდრიჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2012 წელს გადავიდა და 11 წლის განმავლობაში 23 ტიტულის მოგება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ღიად საუბრობდა “რეალში” დარჩენაზე, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ერთ-ერთი არაბული კლუბის მის დამატებას ცდილობდა. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის […]
ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
მადრიდის “რეალის” მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით დადასტურდა, რომ ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. დიდი ასაკის მქონე ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება ის იშვიათი გადაწყვეტყილებაა, რასაც “ბლანკოსები” იშვიათად მიმართავენ, თუმცა ხორვატი ნახევარმცველის შემთხვევაში, კლუბმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. 👊 #Modrić2024 👊 pic.twitter.com/ImiTgHeZ3C — Real Madrid C.F. (@realmadrid) June 26, 2023 ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულის […]
ალ აჰლის შეთავაზების მიუხედავად, მოდრიჩს რეალში დარჩენა სურს
მადრიდის ,,რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი მომავალ სეზონში კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას არ აპირებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,ალ აჰლის’ ‘შეთავაზების მიუხედავად, ხორვატს ,,სამეფო გუნდში” სურს დარჩენა. არაბული კლუბი მზადაა, 37 წლის ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. როგორც მარკა წერს, თავად მოდრიჩს კარიერის დასრულება ,,რეალში” აქვს გადაწყვეტილი და უკვე გუნდთან ახალი კონტრაქტიც […]
მოდრიჩი რეალის დატოვებას არ გეგმავს
ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებდნენ, რომ ლუკა მოდრიჩი სამეფო კლუბს დატოვებდა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, მოდრიჩმა “რეალთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. “ბლანკოსის” ხორვატი ვარსკვლავის შეძენით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებოდნენ და მოდრიჩს სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა “რეალის” დატოვებაზე უარი განაცხადა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მოდრიჩმა საუდის არაბეთის კლუბების […]
მოდრიჩმა და ვინისიუსმა კარლო ანჩელოტი დაიცვეს
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტიმ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მადრიდის “რეალს” 4 უპასუხო გოლი გაუტანა. “ქალაქელებმა ორი შეხვედრის ჯამში 5:1 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მილანის “ინტერს” დაუპირისპირდებიან. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესმა შესაძლოა კარლო ანჩელოტი დასაჯოს და “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს. […]
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები უკვე კარს მოგვადგა. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოსაგებად რვა გუნდი იბრძვის და მათ შორის არის “ნაპოლიც”, რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ CBS Sports-მა გამორჩეული მოთამაშეების სია გამოაქვეყნა და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ საუკეთესოთა შორის “კვარადონაც” მოხვდა. 10. იოზუა კიმიხი – “ბაიერნი” 1/4- ფინალური შეხვედრის წინ, “ბაიერნის” მთავარი […]
ალ ნასრმა მოდრიჩს ხელფასის სახით 40 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ალ ნასრს” კიდევ ერთი ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს. ინფორმაციას Okaz_Sports-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, არაბული გუნდი ,,რეალის” ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს და მის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებს. ,,ალ ნასრმა” ხორვატ ფეხბურთელს 2.5-წლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით 40 მილიონი ევრო შესთავაზა. თუ მოდრიჩი არაბეთში ზამთარში არ გადავა, კლუბი მის გადაბირებას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით […]
ევროპის კონტინენტის 2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული IFFHS-ის ვერსიით
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ევროპელი ფეხბურთელებისგან შემდგარი გასული წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. გუნდში ყველაზე მეტი, სამი ფეხბურთელი მადრიდის ,,რეალიდანაა”: მეკარე – ტიბო კურტუა (ბელგია, რეალი) მცველები – ტეო ერნანდესი (საფრანგეთი, მილანი), ვან დაიკი (ნიდერლანდები, ლივერპული), გვარდიოლი (ხორვატია, ლაიფციგი), დუმფრისი (ნიდერლანდები, ინტერი) ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, რეალი), კევინ დე ბრუინე (ბელგია, მანჩესტერ […]
მოდრიჩმა რეალის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის ,,რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, კრიშტიანუ რონალდუ ,,სამეფო გუნდის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა: ,,ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ კრიშტიანუ ,,რეალისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუ საუკეთესო არა. ყველაფერი, რასაც მან ,,რეალში” 8-9 წლის განმავლობაში მიაღწია, განსაკუთრებულია. გოლების გატანის, ტიტულების, ინდივიდუალური რეკორდებისა და გუნდური თასების მხრივ, ის ძალიან გავლენიანი იყო,” – განაცხადა მოდრიჩმა. რონალდუ ,,რეალში” 2009-2018 […]
,,ერთა ლიგაზეც ვითამაშებ” – მოდრიჩი სანაკრებო კარიერას არ ასრულებს
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს: ,,ოქროს მედალი გვინდოდა, რასთანაც ახლოს ვიყავით. შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი თამაშით და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. სანაკრებო დონეზე წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი ვარ. გუნდი საგრძნობლად გაიზარდა და ახლა ჩვენი მოგება სასწაულად აღარ ითვლება. ნაკრების მომავალი ნათელია, ზოგიერთმა ფეხბურთელმა მუნდიალზე პირველად ითამაშა და მედალი მოიპოვა. მე […]
მოდრიჩი: ,,ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია მათ შორის, ვისაც ვიცნობ”
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, მუნდიალის ნახევარფინალში არგენტინის სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო, მატჩის მთავარი არბიტრი, დანიელე ორსატო გააკრიტიკა: ,,ეს შეხვედრის საკვანძო მომენტი იყო, მან ჩვენს სასარგებლოდ კუთხური არ დანიშნა, მაგრამ დადო პენალტი, რომელიც, ჩემი აზრით, არ იყო, რადგან არგენტინელი ფეხბურთელი ლივაკოვიჩს დაეჯახა. ამან თამაში შეცვალა. მსაჯებზე არასდროს ვლაპარაკობ, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ორსატო ერთ-ერთი […]