CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები უკვე კარს მოგვადგა. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოსაგებად რვა გუნდი იბრძვის და მათ შორის არის “ნაპოლიც”, რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს. ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ CBS Sports-მა გამორჩეული მოთამაშეების სია გამოაქვეყნა და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ საუკეთესოთა შორის “კვარადონაც” მოხვდა.


10. იოზუა კიმიხი – “ბაიერნი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 1

1/4- ფინალური შეხვედრის წინ, “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელმა იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლა. ერთი რამ, რაც გერმანულ გრანდში უცვლელი დარჩება ეს კიმიხის როლია. 28 წლის ფეხბურთელის მრავალფეროვნება გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. “ბაიერნში” კიმიხი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გერმანელი ფეხბურთელია, ამიტომ ველით, რომ მას დიდი როლი ექნება ტუხელის მიერ გათვლილ სქემაში.


9. ვინისიუს ჟუნიორი – “რეალი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 2

“ბლანკოსის” სუპერვარსკვლავი შთამბეჭდავ ფორმაშია. “ფლამენგოს” ყოფილი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ ყალიბდება. ამ სეზონში მას 20 გოლი აქვს გატანილი. სულ რაღაც 22 წლის ასაკში, ბრაზილიელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე აქვს პრეტენზია.


8. ლუკა მოდრიჩი – “რეალი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 3

ასაკის მიუხედავად, ლუკა მოდრიჩი ფორმას არ კარგავს და გულშემატკივარს უფრო აღაფრთოვანებს მისი თამაშით. 37 წლის ასაკში ის ის კვლავ რჩება ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად და ლიდერად. ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ “რეალი” ისევ ასეთი კონკურენტუნარიანი ჩემპიონთა ლიგაზე.


7. ვიქტორ ოსიმენი – “ნაპოლი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 4

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა “მილანის” წინააღმდეგ ოსიმენი მზად არ იყოს, ის მაინც იმ მოთამაშეთა სიაში რჩება, რომლის თამაშიც არ უნდა გამოგვრჩეს. თავდამსხმელს გამორჩეული სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე, 29 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. მისი ტემპი, ტექნიკა და ძალა უბრალოდ ფენომენალურია. მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლიმ” მის გასაფორმებლად დიდი თანხა გადაიხადა, ისეთი შეგრძნებაა, რომ მათ მაინც წარმოუდგენელი ტრანსფერი გამოაცხვეს.


6. როდრი – “მანჩესტერ სიტი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 5

შესაძლოა, ამ სიაში როდრის ხილვა გულშემატკივარს ყველაზე მეტად გაუკვირდეს, თუმცა, რთულია მისი ბრწყინვალება შეუმჩნეველი დარჩეს. მისი უდიდესი უნარის საშუალებით “სიტის” შეხვედრის ტემპის კონტროლი შეუძლია. ბევრისგან განსხვავებით, მას კარგად შეუძლია შეამჩნიოს და შეაჩეროს მეტოქის მიერ მოსალოდნელი საშიშროება.


5. ტიბო კურტუა – “რეალი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 6

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. ბელგიელი გასულ სეზონში “რეალის” შემადგენლობაში შესანიშნავი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე ის უფრო და უფრო კარგი იყო. მან ელ კლასიკოში კარი მშრალად შეინახა და იგივეს გააკეთებს მისი ყოფილი კლუბის, “ჩელსის” წინააღმდეგაც.


4. ხვიჩა კვარაცხელია – “ნაპოლი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 7

“კვარადონა”, როგორც მას ნეაპოლში შეარქვეს, “ნაპოლის” ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ხვიჩამ ამ სეზონში, ყველა ტურნირზე, 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარაცხელიას გოლი გააქვს, როგორც საჯარიმოს გარედან, ისე საჯარიმოდან შიგნიდან. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს და გასაკვირი არ იქნება, რომ მალე ევროპის საუკეთესო კლუბები მის გადმობირებას შეეცდებიან.


3. ქარიმ ბენზემა – “რეალი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 8

ოქროს ბურთის ამჟამინდელი მფლობელი „რეალის“ მთავარი იმედია. 35 წლის ფეხბურთელისთვის გასული სეზონები არც ისე წარმატებული ყოფილა, მაგრამ მისი აღზევება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელამდე სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონში ბენზემამ გუნდისთვის განუსაზღვრელი სამუშაო გასწია და ფრანგისგან წელსაც იმავეს ელოდებიან.


2. კევინ დე ბრუინი – “მანჩესტერ სიტი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 9

არ არსებობს სიტუაცია საიდანაც დე ბრუნი გამოსავალ ვერ პოულობს. მისი კომბინირებული თამაში ერლინგ ჰოლანდთან ამ სეზონში მოწინააღმდეგე გუნდებისთვის დამღუპველია.


1. ერლინგ ჰოლანდი – “მანჩესტერ სიტი”

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა 10

უმძიმესი დაცვა, მინიმალური შესაძლებლობები, უდიდესი ზეწოლა – ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰოლანდი გოლების გატანას მაინც ახერხებს. რა შეიძლება ითქვას იმ ფეხბურთელზე, რომელმაც ევროპის უდიდეს შეჯიბრში პირველ 25 მატჩში 33 გოლი გაიტანა? ჰოლანდი რამდენიმე წამში არღვევს მთელ კავშირებს და სულ რაღაც 22 წლის ასაკში ახერხებს, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დონეზე ასპარეზობდეს.

CBS Sports-მა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 10 გამორჩეულ ფეხბურთელში შეიყვანა

სტატიის ავტორი
-