საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ავტორიტეტული ევროპული სტატისტიკური გამოცემა, Whoscored.com-ის ვერსიით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დივიზიონის კვირის საუკეთესო გუნდის კარს, 20 წლის ქართველი გოლკიპერი იცავს. გიორგი მამარდაშვილთან ერთად, ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ნაჩო ფერნანდესი, ჟერარდ პიკე, ერიკ ლამელა, ფრენკი დე იონგი, […]