ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, განაცხადა, რომ ხორვატი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის მატჩების წინ არ დაიჩოქებენ. ნახევარმცველის თქმით, რასიზმთან საბრძოლველად სხვა ბევრი საშუალება არსებობს: ,,ჩვენი პოზიცია ასეთია – ჩვენ არ დავიჩოქებთ. ამას რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, თუმცა ერთმანეთში ვისაუბრეთ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთში რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგნი არ ვართ. […]