ევროპული თამაშები | კიკბოქსიორი ლუკა შონია ფინალში იასპარეზებს
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს. ფინალური შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება. კიდევ ერთი ქართველი კიკბოქსიორი – ზურაბ ივანიაძე, 86 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლუკა შონიამ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს. დღეს, ქართველმა კიკბოქსიორმა, ლუკა შონიამ, -75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. შონიამ ფინალამდე ორი შეხვედრის მოგება შეძლო – მეოთხედფინალში ანდრეა ნანი მარიო (იტალია) დაამარცხა, ნახევარფინალში კი – იაკუბ პოკუშა (პოლონეთი). ფინალში ქართველმა მებრძოლმა უკრაინელ ტიმურ ბრიკოვს მოუგო (3:0) და ჩემპიონი გახდა. ეს ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის მეცხრე (4 […]