26 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ბელგიის, პოლონეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია, ბოლოს კი “კორონა კიელჩეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. ლუკა ზარანდიას გარდა, “დინამო ბათუმმა” 30 წლის ქართველი თავდამსხმელი, თორნიკე კაპანაძე, 28 წლის […]