კოპა დელ რეის 1/16 ფინალში “სევილიამ” შინ “ლევანტე” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. 46-ე წუთზე მასპინძელთა არგენტინელმა შემტევმა, ლუკას ოკამპოსმა გარდაცვლილ თანამემამულეს, ემილიანო სალას მიუძღვნა. “ემი, ყოველთვის ჩვენთან ერთად.” შეგახსენებთ, რომ სალა 1 წლის წინ, 21 იანვარს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ფეხბურთელი საფრანგეთიდან უელსიში მიდიოდა, რათა ახალ კლუბს შეერთებოდა. იხილეთ ვიდეო: