“26 გოლი გავიტანე, მაგრამ მათ კაკა და ბენზემა მოიყავნეს” – იგუაინმა რეალში გატარებული პერიოდი გაიხსენა
ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, რომელიც ამჟამად MLS-ის ბინადარ მაიამის “ინტერის” წევრია, მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი და თავდასხმის ხაზში არსებული კონკურენცია გაიხსენა. “ბენზემასთან ერთად ეს ძალიან ჯანსაღი კონკურენცია იყო. ასეთ დროს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთო. კრიშტიანუს გუნდში მოსვლის შემდეგ, მან 27 გოლი გაიტანა, მე კი – 26. მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას მათ კაკა და ბენზემა […]
“Marca” – მადრიდის რეალი ზაფხულში ახალ ფეხბურთელს არ დაიმატებს
ესპანური გამოცემა “Marca” უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს. ესპანურ ჟურნალზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ “სამეფო კლუბი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფეხბურთელს არ იყიდის და პირიქით შეეცდება, რომ გაყიდული ფეხბურთელებიდან 200 მილიონი ევრო დააგროვოს. წამსვლელთა სია ცნობილია. გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, მარიანო დიაზი, ბარჰიმ დიაზი, დანი სებალიოსი. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც ზინედინ ზიდანი არ ენდობა და სათამაშო დროსაც […]
“გადაეცი პერესს, რომ არ გიშვებ” – ზიდანის ტრანსფერის დეტალები
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურმა ფიგურამ ლუჩანო მოჯიმ ზინედინ ზიდანის ტრანსფერის დეტალები გაიხსენა. “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ, მე და ზიდანი გასახდელში დავრჩით და დიდხანს ვისაუბრეთ. ის წნეხის ქვეშ იყო, რადგან აშკარად ეტყობოდა, რომ “რეალში” წასვლა უნდოდა. მაშინ ვუთხარი ზინედინს, რომ გადაეცა ფლორენტინო პერესისთვის, რომ მის გაშვებას არსად ვაპირებდი. ამის შემდეგ, […]
“გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის. ერლინგს მსგავსი პუნქტი კონტრაქტში არ აქვს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით, ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტი შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც მას “რეალში” გადასვლა შეუძლია არ შეესაბამება სიმართლეს. “კოპენჰაგენთან” მოგებული მატჩის შემდეგ, პეპ გვრადიოლამ მედიასთან ისაუბრა: “გავრცელებული ინფორმაცია არ არის სიმართლე. ერლინგს მსგავსი პუნქტი კონტრაქტში არ აქვს. მაღიზიანებს თუ არა ჭორები? არა, საერთოდ არა. ჭორებს […]
“ვინ თქვა, რომ მის შეძენას ვაპირებთ?!” – მოურინიომ იოზილს უპასუხა
ლონდონის “არსენალის” მეათე ნომერმა მესუთ იოზილმა, რომელიც ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, “მეთოფეთა” გულშემატკივრის შეკითხვას, აპირებს თუ არა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “ტოტენჰემში” გადაბარგებას, უპასუხა, რომ ურჩევნია კარიერა დაასრულოს. ცხადია, “დეზების” ენამწარე დამრიგებლის პასუხმაც არ დააყოვნა. ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტმა გერმანელი გამთამაშებლის სიტყვები შეახსენა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: “ვინ გითხრათ, […]
“იკერ ჩვენ შენთან ვართ” – რეალი მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდა (ფოტო/ვიდეო)
როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა გულის შეტევა მიიღო, ამჟამად “პორტოს” ფეხბურთელს ამის გამო კარიერის დასრულება მოუწევს. იკერის მხარდასაჭერად დღევანდელ მატჩში მადრიდის “რეალი” “ვილიარეალთან” სპეციალური მაისურებით გავიდა რომელზეც ეწერა: “იკერ, ჩვენ შენთან ვართ” Iker, todos contigo. 👏💜 @realmadrid 💜👏#RealMadridVillarreal pic.twitter.com/59U7CKs3HQ — LaLiga (@LaLiga) May 5, 2019 💪👕 ¡El […]
“მადლობა შესაძლებლობის მოცემისთვის” – ლოპეტეგიმ გათავისუფლების შემდეგ განცხადება გააკეთა
როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის “ბარსელონასთან” გამანადგურებეილ ანგარიშით (5:1) დამარცხების შემდეგ “რეალის” ხელმძღვანელობამ ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლა. მადრიდის “რეალმა” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ლოპეტეგიმ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა: “რეალის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხულენ ლოპეტეგის კონტრაქტი უწყდება. გადაწყვეტილება გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებას ისახავს მიზნად და გუნდს დასახული მიზნებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “რეალის” 8 ფეხბურთელი […]
“მომენატრა მწვრთნელის პიჯაკი? მოიცადეთ, ცოტაც მოიცადეთ” – ზინედინ ზიდანი
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, მისი გულშემატკივრისთვის საკმაოდ დამაიმედებელი განცხადება გაავრცელა. როგორც ჩანს, “ზიზუს” მოედანზე, მწვრთნელის რანგში, ძალიან მალე ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ზიდანი “რეალის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს გულშემატკივრებს შორის. “ზიზუ” საფრანნგეთშიც ძალიან მოთხოვნადია. “პსჟ-ს” ფანების გარდა, ლეგენდარული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის რანგში ხილვა, […]
“ნადალი-ფედერერს ყველა უყურებს, ნადალისა და მე-80 ჩოგნის თამაში კი არავის აინტერესებს” – პერესმა სუპერ ლიგა საჩოგბურთო ანალოგიით დაიცვა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეის გასამართლებლად ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელების, როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალის ანალოგია მოიყვანა. “ახლა მდიდრები კარგავენ ბევრ ფულს და ისინი ამ სტატუსსაც შეაჩერებენ. ეს არის პირამიდა: თუ ზედა ნაწილში არის ფული, პირამიდა იშლება და ის ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. თუ ზედა ნაწილში ფული არ არის მაშინ ის […]
“ოთხ ჩემპიონთა ლიგას მსოფლიო თასშიც არ გავცვლიდი” – ბენზემამ გულშემატკივრებს უპასუხა
მადრიდის “რეალის” ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ YouTube- ის საკუთარ არხზე ვიდეო განათავსა, სადაც გამომწერების საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. გამომწერი: “გსურთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის გაცვლა ერთ მსოფლიო თასზე?” ბენზემა: “არა!” გამომწერი: “საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც გითამაშია?” ბენზემა: “ეს რთული კითხვაა, რადგან მე ვთამაშობდი ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც კრიშტიანუ, კაკა, რაული, ახლა კი რამოსი არიან და მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ. […]
“პატარა, მსუქანი კაცია” – აზარი ბელგიაში კრიტიკის ადრესატი გახდა
ბელგიის ნაკრების კაპიტანი, ედენ აზარი სამშობლოში კრიტიკის ადრესატი გახდა, ეს კი მეტწილად მისი ბოლოდროინდელი წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხდა. მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი ბელგიელმა პოლიტიკოსმა ჟან-მარი დედეკერმა ცხარედ გააკრიტიკა და მას პატარა, მსუქანი კაცი უწოდა. დედეკერმა, რომელიც არის ბელგიის ჩრდილოეთით მდებარე მიდელკერკეს მერი, უსაყვედურა “ჩელსის” ყოფილ შემტევს 2011 წელს მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც ის ბურგერის ჭამის […]
“საუკეთესოებთან თამაში და მათი დამარცხება ყოველთვის მინდა” – ხავი
ჟოან ლაპორტა ესპანეთის სუპერ თასის ფინალის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” “ბეტისთან” ადვილი გასეირნება არ ჰქონია, მაინც თვლის, რომ ფინალში გაიმარჯვებს და კატალონიელები ესპანეთის სუპერ თასს დაეუფლებიან. ლაპორტა ჟურნალისტების წინ საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა და თვლის, რომ ამ ტიტულის მოგება მისი პროექტისთვის შესანიშნავი იქნება, თანაც “რეალის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება, ამ ყველაფერს ორმაგად სასიამოვნოს […]