რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი ქართველების “ბასკონია” – მადრიდის “რეალი იყო, რომელშიც სტუმრებმა 89:91 გაიმარჯვეს. ამ დაძაბულ ბრძოლაში ქართველებმა ლომის წვლილი შეიტანეს. გუნდის კაპიტანმა – თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32:32 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 20 ქულას (3/11 ორქულიანი, 4/6 სამქულიანი), 7 მოხსნასა, 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა […]