უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა და ფრედ – 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ, შედეგი არ ასახავს იმას, რაც საფეხბურთო მოედანზე გავაკეთეთ, მაგრამ ეს მატჩი დადებით განცდებს გვიტოვებს, ჩვენ შეგვიძლია იგივე ფეხბურთი ვითამაშოთ მეორე შეხვედრაშიც. მართლაც, თუ ამ […]
პეპ გვარდიოლა: “მადრიდში შურისძიების გამო არ ჩამოვედით”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის “რეალთან” პირველი შეხვედრის წინ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა. “ჩვენ აქ მოვედით შთაგონებით. ახლა ჩვენ მოძრაობაში ვართ. აქ არ ვართ შურისძიების მიზნით მოსულები. ჩვენთვის ეს მხოლოდ კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ როგორმე მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. შვიდი წელიწადია რაც გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. წინა სეზონში თითქოს სამყარო დაგვენგრა, მაგრამ ისევ აქ […]
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის – ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 19 წლის ინგლისელმა ვუნდერკინდმა – ჯუდ ბელინგემმა, მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შემდეგი სეზონიდან იგი “სამეფო კლუბში” ითამაშებს. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, “დორტმუნდმა” და “რეალმა” 19 წლის ინგლისელის შესახებ არაერთი შეხვედრა გამართეს, საბოლოოდ კი კონტრაქტის ახალ დეტალებზე შეთანხმდნენ და ბელინგემიც მზად არის, რომ კარიერა მადრიდულ გრანდში გააგრძელოს. […]
როგორც ცნობილია, ახალი კანონმდებლობის თანახმად სოაცილურ ქსელ “Twitter”-ზე, არაერთ ცნობილ ადამიანს ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი გაუუქმდა. ამის მიზეზი კი, ილონ მასკის გადაწყვეტილებაა, რითიც ამიერიდან Twitter-ის ვერიფიკაციისთვის მომხმარებელს წელიწადში $84 დოლარის გადახდა მოუწევს. ამ სიაში მოხვდა კრიშტიანუ რონალდუც, რომელსაც თუ “Twitter”-ზე ოფიციალური ლურჯი ნიშანი სურს, წლის განმავლობაში 84$-ის გადახდა მოუწევს. მადრიდის “რეალის” გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს […]
სოციალურ ქსელში ლა ლიგის ახალი ლოგო გავრცელდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლა ლიგა მომავალი სეზონისთვის ლოგოს შეცვლას აპირებს. აღსანიშნავია, რომ 30 წლის განმავლობაში ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის სიმბოლო არ შეცვლილა. Footy Headlines-ის თანახმად, ახალი ლოგო ძველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, რომელზეც “ll” სიმბოლო იქნება დატანილი, რაც ლა ლიგას ნიშნავს. Footy Headlines-ს ასევე იტყობინება, რომ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონს LIGA BBVA-ს ნაცვლად, LaLiga EA Sports […]
ესპანური მედია: “მადრიდის რეალი გიორგი მამარდაშვილს აკვირდება”
ესპანური მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდების შემდეგ, ქართველი მეკარის მიმართ დაინტერესება მადრიდის “რეალსაც” გაუჩნდა. defensacentral.com-ის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა 22 წლის ქართველო გოლკიპერი მოინიშნა და მას აკვირდება, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატოს. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, უკრაინელი მეკარეს, ანდრეი ლუნინს მალე “ბლანკოსები” გუნდიდან […]
ანჩელოტი: “ხავისთან 3 მატჩის წაგება? მწვრთნელებს შორის დუელი რთულია – ბარსა უნდა დავამარცხოთ”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც მისი გუნდი ელ კლასიკოში, “ბარსელონას” უნდა დაუპირისპირდეს, კომენტარი გააკეთა. “ჩემთვის სამი მარცხი ამ სეზონში ხავისთან? ძალიან რთულია მწვრთნელებს შორის ინდივიდუალური დაპირისპირება. ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ბოლო მატჩები კარგად ვითამაშეთ. ჩვენ მხოლოდ შედეგს არ ვუყურებთ, როცა ის დადებითია. “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ორი […]
მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა
34 წლის ასაკში, მესუთ ოზილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მადრიდის “რეალისა” და “არსენალის” ყოფილმა გამთამაშებელმა გადაწყვეტილება გულშემატკივარს სოციალური ქსელით შეატყობინა. “ყველას მოგესალმებით, დიდხნიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, პროფესიულ ფეხბურთს ვტოვებ. მქონდა პატივი, პროფესიონალურ დონეზე 17 წლის განმავლობაში მეთამაშა. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან მადლიერი ვარ. გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში, ტრავმებმა შემაწუხა და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ფეხბურთის […]
კარლო ანჩელოტი: “ხვიჩა კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია”
იმის ფონზე, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის “რეალის” ინტერესის არსებობაზე ევროპული მედია აქტიურად საუბრობს, “ბლანკოსების” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი შეაქო. “კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, ვიქტორ ოსიმენთან ერთად კარგად თამაშობს, ისინი ძალიან ეფექტურები არიან. იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ. მეოთხედფინალში შესაძლოა იტალიიდან სამი კლუბი იყოს, რაც ევროპისთვის დიდი […]
ედენ აზარი: “მე და ანჩელოტი დიდი ხანია აღარ ვსაუბრობთ…”
მადრიდის “რეალისა” და ბელგიის ნაკრების შემტევმა – ედენ აზარმა, დუმილი დაარღვია და მადრიდულ კლუბში მის წარსულსა და მომავალზე ისაუბრა. “მინდა რეალში დავრჩე. ამას ყოველთვის ვამბობდი. იმედი მაქვს, ვითამაშებ და დავამტკიცებ, რომ ეს ჯერ კიდევ შემიძლია. ხალხს ეჭვი ეპარება, რომ მოედანზე ფურორით დაბრუნება არ შემიძლია და მე მათი მესმის, მაგრამ მე მომავალ წელს ისევ აქ ვარ. […]
გუტი კვარაცხელიას: “იმედი მაქვს, მალე მადრიდის რეალში გიხილავ”
მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, გუტიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ერთ-ერთ საუკეთესო ესპანელ საფეხბურთო ჟურნალისტ, ხოსეპ პედრეროლთან გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა. ჟურნალისტმა ესპანელ ვეტერან ფეხბურთელს უთხრა, რომ კვარაცხელიას ბავშვობის კუმირი სწორედ იგი გახლდათ, რაზეც გუტის პასუხი ასეთი იყო: “კვარას კუმირი მე ვარ? დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როცა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, […]